ოპტიმისტი ნისტელროი

რუუდ ვან ნისტელროიმ ტრავმა სამი კვირის წინ "ხერსეთან" მატჩში მიიღო. ფეხბურთელმა AS–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ამ კვირაში უკვე კლუბთან ერთად ივარჯიშებს და რაც შეიძლება მალე მიაღწევს იპტიმალურ ფორმას.


როგორ გრძნობთ თავს?

ეხლა ძალიან კარგად ვარ, ტრავმის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა და მე ისევ დავიწყე ვარჯიში. მე ამ კვირას კლუბთან ერთად გავაგრძელებ ვარჯიშს და როცა მწვრთნელს დავჭირდები იმ დროისთვის მზად ვიქნები. მალე ჩემი დროც მოვა.

თქვენ გეტყობათ უიღბლო ხართ, თქვენ გოლის გატანა ხერსეთან მატჩში ტრავმით "აღნიშნეთ"...

ორი სამი დღის განმავლობაში თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მერე ჩემ თავში ვიპოვე ძალა და გაორმაგებული ძალებით შევუდექი აღდგენით პროცესს. მე წინა სეზონში სწორედ ნოემბერში შევწყვიტე თამაში და ეხლა ვაპირებ ამ ნოემბერში დავიწყო ვარჯიში. უკვე აღარ მინდა ექიმების ნახვა, მე მათ უკვე ვეღარ ვიტან. საკმარისად დიდი რაოდენობით მომიწია მათთან შეხვედრამ წინა თვეების განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში აღარ შევხვდები.

ოპტიმისტი ნისტელროი

ყველაზე ძნელად ამ ცხრა თვის განმავლობაში რა გადაიტანეთ?

დღის განმავლობაში ბევრი მუშაობა მიწევდა. თითქმის არცერთი ვარჯიში არ გამომიტოვებია, ცხრა თვე ძალიან დიდი დროა.

რას გეუბნებოდნენ თანაგუნდელები ამ დროის განმავლობაში?

ყველაზე კარგი რამ, რაც კი ხდებოდა ჩემს ირგვლივ, იყო ის, რომ მე ვალდებებასზე ვვარჯიშობდი. არ მინდოდა შემადგენლობის დატოვება, ისინი პრაქტიკულად ყოველდღე მხედავდნენ . ისინი მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, თუ როგორ ვგრძნობდი თავს, ყველაზე საუკეთესო რამ , რასაც ისინი მე მეუბნებოდნენ არის შემდეგი: "გამხნევდი რუდ, ყველაფერი გამოგივა!."

ოპტიმისტი ნისტელროი

შეძლებთ თუ არა ხელახლა ოპტიმალური ფორმის აღდგენას?

ეხლა ყველაფერი წესრიგშია, სანამ ტრავმას მივიღებდი , პელეგრინმა მითხრა ბევრი მემუშავა, ვინაიდან მე ვესაჭიროებოდი კლუბს. მე ვიცი, რომ მწვრთნელი მენდობა, ჩემი მიზანი წარმატებების მიღწევა და გოლების გატანაა, ამიტომ ბევრს ვიმუშავებ და მაქსიმალურად ვეცდები ოპტიმალური ფორმის აღდგენას. როცა დავბრუნდები, მწვრთნელს ეცოდინება, რომ კიდევ ერთი თავდამსხმელის იმედი შეიძლება ჰქონდეს.

რამდენი გოლის გატანას მოახერხებთ ამ სეზონში კაკას ასისტენტობის მეშვეობით?

ვიმედოვნებ, რაც შეიძლება ბევრის. ეს საუკეთესო შემადგენლობის მქონე კლუბია, შესაბამისად, როცა რონალდო დაბრუნდება, ჩვენ გოლის გატანის უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება.

შეძლებს კლუბი გოლის მუდამ გატანას?

ეს ასეც უნდა მოხდეს, ვინაიდან ჩვენ შეტევით ხაზში უძლიერესი ფეხბურთელები გვყავს.

ოპტიმისტი ნისტელროი

რას იტყვით ბენზემაზე?

მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო იყოს, სიჩქარე , ტექნიკა, ორივე ფეხით მშვენივრად თამაში და ა.შ. ჩემი აზრით , მასში გადახდილი თანხის მიხედვით, ის კლუბისთვის საუკეთესო შენაძენია.

რა აზრის ხართ იგუაინზე?

მან ბევრად მოუმატა და არამარტო გოლების გატანას. ჩვენთვის ძალიან კარგია ის, რომ იგი ძალზედ მოტივირებულია, ვინაიდან ის ყოველთვის გვეხმარება ჩვენ მძიმე წუთებში. ასევე ვფიქრობ, რომ გაგო და მარსელო მათი ასაკის ფებხურთელებში საუკეთესონი არიან.


ელაპარაკეთ თუ არა ფლორენტინო პერესს?

მე ის ესპანიოლთან თამაშის დროს ვნახე. პირველად იგი მე ბარსელონაში ვნახე. ის მოვიდა ჩემთან მას შემდეგ, რაც მე ტრავმა მივიღე ხერსეთან შეხვედრაში და გამამხნევა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 19 ოქტომბერი 2009
  • 3654
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)