საბოლოოდ გადაწყდა: ხესე რჩება

"მადრიდის რეალი" არ აპირებს თავდამსხმელ ხესე როდრიგესთან განშორებას. ამის შესახებ ესპანური სპორტული გამომცემლები იუწყებიან.


"კასტილიას" თავდამსხმელის სამსახურით ბევრი ევროპული გუნდი იყო დაინტერესებული. მისდამი ინტერესი მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტის ტელეფონზე უამრავი ზარი განხორციელდა ევროპული გრანდების წარმომადგენლებისგან, მაგრამ ყველა მათგანმა ერთი პასუხი მიიღო, რომ ხესეს "მადრიდის რეალთან" 2014 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი და მისი სატრანსფერო ფასი კი 40 მლნ. ევროა. გარდა ამისა, "მადრიდის რეალი" არ აპირებს მის გაყიდვას, ის ხელშეუხებელია.

"ბერნაბეუს" კაბინეტებში პირველივე დღიდან ყველამ იცოდა, რომ ხესე არ იყო "მორიგი აღსაზრდელი". მისი თვისებები. მისი მონდომება და შრომიმოყვარეობა, მისი ერთი-ერთზე შიშის გარეშე გასვლები, პირდაპირობა, ლიდერის ხასიათი..."ხესე - ეს "ბერნაბეუს" ფეხბურთელია და ის მიაღწევს წარმატებებს პირველ გუნდში. ამ წელს ის "კასტილიაში" უნდა გაიზარდოს, ისწავლოს უფრო მაღალ დონეზე სეგინდა დივიზიონში თამაში, მაგრამ მომდევნო წლისთვის მოურინიოს სურს, რომ ის პირველ გუნდში გადაიყვანოს"- აცხადებენ "ბლანკოსების" რიგებში.

ბოლო კლუბი, რომელიც ფარ-ხმალს არ ყრიდა ხესეთვის ბრძოლაში "ბენფიკა" იყო, მას მოსდევნდნენ "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ 40 მლნ. ევრომ ყველა მათგანი დააფრთხო. მათ გაიგეს, რომ ხესე არ იყიდება. dle 10.1

  • shvela
  • 21 ივლისი 2012
  • 1822
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)