დაღვინებული ხესე

"მადრიდის რეალის" კანტერანომ, რომელიც სულ ახლახან დასრულებული ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, როგორც ჩანს , უკან დაიტოვა კონფლიქტები და თავშეუკავებლობები.


ამჟამად ძალიან შორს ჩანს 18 წლამდე გუნდთა ტურნირი, რომელიც წინა ზაფხულს კანარის კუნძულებზე იმართებოდა. ხესემ ითხოვა, რომ იქ მიეღო მონაწილეობა. მას ეს ძალიან უნდოდა, ვინაიდან შეჯიბრება მისი სახლიდან არც თუ ისე შორს იმართებოდა. მიუხედავად ამისა, მან მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშა: იმ შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს მეტოქეს ფეხბურთელთან ჩხუბის გამო და გარდა ამისა, მან რამოდენიმე შემდეგი შეხვედრა სასჯელის ფარგლებში გამოტოვა. აი, ასეთი წესებია ესპანეთის ახალგაზრდათა ეროვნულ ნაკრებშ. ევროიპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც წინა კვირას ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, სრულიად სხვანაირი გამოდგა.

გარდა იმისა, რომ ხესე ტურნირის ბომბარდირი გახდა, ის საუკეთესოდაც აღიარეს. 19 წლის ასაკში მან უკვე ჩაწერა თავისი სახელი საკონტინენტო ტურნირის ისტორიაში, გაიტანა რა საბერძნეთის წინააღმდეგ ფინალში გამარჯვების გოლი (გარდა ამისა ის იყო იმავე ბერძნების კარში გატანილი კიდევ ერთი გოლის ტურნირის გახსნისას და ერთი ჰეთრიკისა, რომელიც მან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შეასრულა). ფინალის შემდეგ, ის ერთი ნაბიჯითაც არ მოშორებია პატარა მინიატურულ თასს, რომელიც მას გადასცეს, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს. ყველა სურათში ის ამ ჯილდოს ხელს მთელი ძალით უჭერს. დერიკთან ერთად, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე მის გვერდით იყო, დეულოფეუსთან ერთად-"ბარსას" კანტერანტოსთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან აღნიშნა, რომ მისი და "მადრიდის რეალის" კანტერანოს დუეტი შესანიშნავი გამოვიდა:

"ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვივიდა, კარგად გავუგეთ ერთმანეთს."


ხესე პირველი კანტერანო არაა, რომელიც გახდა ტურნირის ბომბარდირი. წინა წელს ალვარო მორატას ჯერი იყო, მისმა ექვსმა გოლმა ესპანეთს დიდი დახმარება გაუწია 19 წლამდელთა ჩემპიონატზე გამარჯვებაში. მიმდინარე სეზონს მორატა უკვე პირველ გუნდში ხვდება, ვინაიდან ის მოურინიომ უკვე გამოიძახა. წინა სეზონში ორივე კანტერანო სეგუნდა ბ-ს ჩემპიონი გახდა ალბერტო ტორილის "კასტილიას" რიგებში. კანარის კუნძულის მკვიდრმა მოახერხა გოლის გატანა "კადისის" წინააღმდეგ გამართულ ორივე შეხვედრაში. ფლეი-ოფფის მსვლელობის დროს ის გამოჲძახეს ესპანეთის 19 წლამდელთა ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებზე ნაკრებში, მაგრამ მან ითხოვა, რომ გაეშვათ "კასტილიას" გასვლით შეხვედრაზე "კადისის" წინააღმდეგ. მიიღო რა ნებართვა, გაყვა გუნდს თამაშზე, ითამაშა, გაიტანა გოლი და ამის შემდეგ ფლორენტინო პერესის პირადი თვითმფრინავით თანაგუნდელებთან ერთად დაბრუნდა ეროვნული ნაკრების განკარგულებაში. პერესმა თვითმფრინავი სპეციალურად გამოყო იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ჩამოესწროთ ეროვნული ნაკრებისთვის. ერთი კვირის შემდეგ ხესემ განმეორებით შეხვედრაშიც მოახერხა თავის გამოჩენა "კადისის" წინააღმდეგ და "კასტილიელ" თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა სეგუნდა დივიზიონში გადმოსვლა. მოურინიოს ჯერ არ გადაუწყვეტია გამოიძახოს თუ არა ფეხბურთელი წინასასეზონო მომზადებისთვის პირველ გუნდში. წინა სეზონში ხესემ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა , "პონფერადინის" სამეფო თასზე და "რეალ სოსეიდადის" ლა ლიგაში წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში მან კრიშტიანო რონალდუ შეცვალა. რონალდუ, რომელისგანაც მან რამოდენიმე ჟესტი აითვისა და ასევე რომელსაც ბაძავს თავისი ვარცხნილობის მიხედვით.

ხესე მხოლოდ და მხოლოდ 19 წლისაა, ის ყველაზე პატარაა "კასტილიას" რიგებში, უმრავლესობა მისი თანაგუნდელი მასზე 3-5 წლით უფროსია. ის მუდამ თამაშობდა მასზე უფროსებთან. როცა ის 2007 წელს ჩამოციდა "მადრიდის რეალში", ის გაუშვეს ლეონში მიმდინარე ტურნირზე, აღსანიშნავია, რომ ის ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო რომელიმე კატეგორიის ნაკრებში გაფორმებული. სექტემბერში ის უკვე ბურთს ვალდებაბასზე აგორებდა. ასაკის მიხედვით მას "ხუვენილში" უნდა ეთამაშა, მაგრამ ის "კასტილიაში" გაამწესეს, სადაც თავისი ათი გოლით დიდად დაეხმარა მორატა და ხოსელუს თავდასხმაში.

პირდაპირი, მიზანსწრაფული, სწრაფი, ძალიან ტექნიკური და ძლიერი დარტყმის პატრონი, შეუძლია თამაში თავდასხმის ფლანგზე და ცენტრში. "ეს ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელია, მის განსაკუთრებულ თვისებას წარმოადგენს უნარი შეცვალოს მოძრაობის რიტმი. ის მემარჯვენეა, მაგრამ ერთნაირად კარგად თამაშობს ორივე ფლანგზე და ასევე თავდასხმის ცენტრში" - აფასებს ფეხბურთელს მისივე მწვრთნელი ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებში. ხესე 16 წლიდან მოყოლებული მუდამ იმყოფებოდა საფეხბურთო სპეციალისტები ყურადღების ქვეშ, მაგრამ მას ცუდ სამსახურს უწევდა მისი კონფლიქტური ფეხბურთელის, რომელსაც არ შეუძლია თავის შეკავება . ბავშვის რეპუტაცია ("ატლეტიკოს" წინააღმდეგ ერთ-ერთი დერბისას მოედნიდან არბიტრის მისამართით გამოხატული გადაჭარბებული აგრესიის გამო გააძევეს და დამატებით 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს). ეხლა ყველაფერი შეცლილია.
dle 10.1

  • shvela
  • 19 ივლისი 2012
  • 2408
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)