”ტოტენჰემი” უარზეა

ლონდონური კლუბი უარზეა მოდრიჩის გაშვებასთან დაკავშირებით.


როგორც ჩანს, ”ტოტენჰემი” არ ჩქარობს ხორვატ ფეხბურთელთან განშორებას. დღეს დილით ლონდონის მაღაზიებში კვლავ გამოჩნდა მომდევნო სეზონისთვის ”ტოტენჰემის” 14 ნომრიანი მაისური მოდრიჩის სახელის წარწერით.

მოდრიჩს ”ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, ამიტომაც ”დეზები” არ აპირებენ ნიჭიერი ნახევარმცველის ესპანეთში გაშვებას.

მთავარი პრობლემა ამ საქმეში ისევ და ისევ ფულია, რომელიც ”მადრიდის რეალმა” შესთავაზა გუნდს ხორვატის სანაცვლოდ. შეგახსენებთ, რომ ”თეთრები” მზად არიან მოდრიჩში 35 მლნ. ევრო გადაიხადონ, ”ტოტენჰემს” კი 40 მლნ. სურს.

ლუკათი დაინტერესებულია ასევე ლონდონური კლუბი ”ჩელსი”. რომან აბრამოვიჩმა ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება გააკეთა, მაგრამ ”მამლების” ხელმძღვანელობამ არ მოისურვა მოდრიჩის გაშვება.

და მაინც, რამდენად შეელევა ”ტოტენჰემი” მოდრიჩს?

”ტოტენჰემს” არ სურს მოდრიჩის მიყიდვა პრემიერ ლიგის გუნდისთვის, ვინაიდან ამით ის თავის უშუალო კონკურენტს გააძლიერებს. თანხა, რომლის სანაცვლოდაც ”ტოტენჰემი” ”ჩელსის” მოდრიჩს დაუთმოვბს შეადგენს 50 მლნ. ფუნტს.

ოთხშაბათს შედგება მოდრიჩის შეხვედრა ხელმძღვანელობასთან, სადაც ისინი მის მომავალზე ისაუბრებენ. dle 10.1

  • shvela
  • 17 ივლისი 2012
  • 3001
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)