რონალდუს მადრიდში ახალი გამოწვევები ელოდება

რონალდუს მადრიდში ახალი გამოწვევები ელოდება

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი, სულ მალე დაუბრუნდება თავის გუნდს და განაგრძობს ახალი მიზნებისთვის სწრაფვას.


კრიშტიანუ რონალდუ არდადეგებზე იმყოფება ტაილანდში ირინა შეიკთან ერთად. იგი გუნდს 28 ივლის უნდა შეუერთდეს. მაგრამ პორტუაგლიის ნაკრების კაპიტანი უკვე ფიქრობს დაბრუნებაზე და გუნდთთან ერთა მუშაობის გაგრძელებაზე. " გუნდს სულ მალე დავუბრუნდები. მე ვერ დაველოდები წინასასეზონო მზადების დაწყებას."-განაცხადა რონალდუმ.

პორტუგალიელი იმედგაცრუებულია მისი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალიდან გამოვარდა, მაგრამ ახლა მისი მორიგი სამიზნე ესპანეთის სუპერ თასია. ბოლო წლებში "ბარსა" დომინირებს, ახლა კი მადრიდის "რეალს" შურისძიების შანსი აქვს.

ესპანეთის სუპერ თასი ეს იქნება პირველი მატჩი სეზონში რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირებისა. შეგახსენებთ, რომ მესიმ გასულ სეზონში დაამხო რონალდუს რეკორდი, გაიტანა 50 გოლი ლა ლიგაში და დაეუფლა პიჩიჩას. პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ეს იქნება შანსი თავისი "გვირგვინის" აღდგენის.

"მეათე"


მეორე დიდი გამოწვევა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს კლუბში ელოდება, ეს ჩემპიონთა ლიგის თასია. კრიშტიანუს მთავარი სამიზნე მეათე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება თავისი კლუბისთვის, რომელსაც დიდი ხანია უკვე აღარ დაუდია ბინა მადრიდში. ჩემპიონთა ლიგის მოგება კარგი შანსი იქნება რონალდუმ დაიბრუნოს სრუფასოვნად საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და ოქროს ბურთს დაეუფლოს. როგორც იცით ლიონელ მესი უკვე კარგა ხანია დომინირებს და გასაქანს არ აძლევს რონალდუს, რომელსაც უდიდესი მოტივაცია გაჩნია კვლავ იყოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.





ინფორმაციის წყარო:marca.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)