დიარა : "ძალიან მიყვარს მადრიდული გუნდი"

ლასანა დიარა მადრიდის "რეალიდან" წასვლის ერთ-ერთი კანდიტატი უკვე 2 წელია გახლავთ. არ გავა სატრანსფერო ფანჯარა, რომ ამ ფეხბურთელზე ჭორები არ გავრცელდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ფრანგი ნახევარმცველი "ბლანკოსის" რიგებში ირიცხება...


ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ ლასის წასვლა უფრო აქტუალური გახდა, რადგან "რეალში" გატარებულმა სეზონმა ლორან ბლანი არ დააკმაყოფილა და დიარა ეროვნულ გუნდს მიღმა დატოვა, რაც ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის შოკისმომგვრელი გახლდათ, სწორედ ამან გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი და პრესის ფურცლების შევსება.

მოთამაშემ ფრანგულ გამოცემებთან თავის მომავალზე ისაუბრა...

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ამჟამად ვისვენებ და მცირე ვარჯიშებით ვიტვირთავ თავს იმისათვის, რომ ფორმიდან საერთოდ არ ამოვვარდე. მსურს, მადრიდის "რეალში" დარჩენა და უმაღლეს დონეზე თამაში, ნამდვილად შემიძლია "ბლანკოსის" ფორმის მორგება, აქ მხოლოდ საუკეთესოები ირიცხებიან, მაგრამ თავს პროფესიონალად ვთვლი და ვფიქრობ, შემიძლია სამეფო კლუბის დონეს მოვერგო."

"მადრიდული გუნდი ძალიან მიყვარს, რადგან აქ ბევრი რამ ვისწავლე, რამდენიმე მწვრთნელთან ერთად მომიწია მუშაობა, რომლებსაც სულ სხვადასხვანაირი ფილოსოფია ჰქონდათ, მაგრამ ჟოზეს გამოყოფა აუცილებელია, ის უბრალოდ გენიოსია, მოურინიოს ხელში გაცილებით უფრო დავიხვეწე და მოედანზე ბევრი რამის განსაზღვრა ვისწავლე."

"ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადაწყდება, მაგრამ ჩემი სურვილი გუნდიდან წასვლა ნამდვილად არ გახლავთ, რადგან მადრიდული, მარადიული გუნდი ჩემთვის უპირველესი გახლავთ." dle 10.1

  • Hala
  • 5 ივლისი 2012
  • 1722
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)