მოუ "ორიანის" ძიებაშია

მოგეხსენებათ, ფეხბურთში, ნომერი 2, მარჯვენა მცველთან ასოცირდება.


ჟოზე მოურინიო სატრანსფერო ფანჯარაზე არბელოას დუბლიორს ეძებს.სერხიო რამოსის ცენტრში გადაწევის შემდეგ, მარჯვენა ფრთის დაცვა, ალვაროს დაევალა.აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში მას პოზიციური კონკურენტი არ ჰყავს.გასულ სეზონში, საჭიროების შემთხვევა, ესპანელს, ხან ალტინოპი, ხანაც ლასი ცვლიდა.ერთი-ორჯერ ალბიოლიც გაისარჯა გარემარბად, თუმცა ამაოდ.გამომდინარე იქედან, რომ თურქიცა და ფრანგიც დიდი ალბათობით კლუბს დატოვებენ და ამასთანავე, მთელი სეზონი მათ იმედზე ყოფნა (მცველის ამპლუაში) შეუძლებელია, საჭიროა ტრანსფერის განხორციელება.არბელოას ტრავმის შემთხვევაში, მარჯვენა ფლანგი სრულიად შიშველი რჩება.

სეზონის დასრულებისთანავე თემა აქტუალურია."რეალის" მოსვლის მთავარ კანდიდატებად, დანი კარვახალი და მაიკონი განიხილებოდნენ.როგორც იცით, "კასტილიელი" ახალგაზრდა ახლოს არის "ლევერკუზენთან," ხოლო მაიკონი "ჩელსისთან."მართალია მოუ ამ უკანასკნელს არ ეშვება, თუმცა ფაქტია, რომ მოუწევს.შესაბამისად, პრესაში განიხილებიან ახალი პრეტედენტები.მათ შორის: პოლონელი პიზჩეკი, სერბი ივანოვიჩი, ბრაზილიელი მარიო ფერნანდესი და "პორტუში" მოთამაშე ბოსინგვა.

ჯერჯერობით უცნობია, ვისზე დაიწყებს "ნადრიობას" "განსაკუთრებული," თუმცა სატრანფერო ფანჯარაზე მარჯვენა მცველის მოყვანა რომ პრიერიტეტულია, ამას წყალი არ გაუვა.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)