"წმინდა იკერის" შანსები

კონტინენტის პირველობამდე, "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარ პრეტენდენტებად, კრიშტიანუ რონალდუ & ლეო მესი ითვლებოდნენ.


ტურნირის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელსა და არგენტინელს კონკურენტები გამოუჩნდათ, კასილიასის, ინიესტას, ხავისა და პირლოს სახით.ბუნებრივია, ჩამოთვლილი გვარები მრავლისმეტყველია და თითოეულ მოთამაშეს აქვს შანსი გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა სპორტული გამოცემები "ფურია როხას" კაპიტანს ანიჭებენ უპირატესობას.ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო იყო, "ფრანს ფუტბოლის" განცხადება.როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ფრანგული ჟურნალი და "ფიფა" გადასცემენ აღნიშნულ ჯილდოს ამორჩეულ ფეხბურთელს.

"ოქროს ბურთის" ახალი მფლობელის ვინაობა დეკემბერში გახდება ცნობილი.ისტორიიდან გამომდინარე, არაერთ მეკარეს უწინასწარმეტყველებდნენ ოქროს, თუმცა ვარაუდი მხოლოდ ერთზე გამართლდა.1960 წელს "ფრანს ფუტბოლმა" რუს მეკარეს, ლევ იაშინს მიულოცა აღიარება."საბჭოთა კავშირისა" და მოსკოვის "დინამოს კარის დარაჯი, მართლაც შეუდარებელი გახლდათ.კლუბში ჩატარებული 326 თამაშიდან, 270-ის მშარალად შენახვა მოახერხა.ნიშანდობლივია, რომ ლევმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა "ოქროს ბურთი"(ერთი გაშვებული გოლი ტურნირზე (ევრო 1960, ფინალურ მატჩში საბჭოთა კავშირმა 2-1 დაამარცხა იუგოსლავია)).აღნიშნულამდე კიპერის საუკეთესო შედეგად ითვლებოდა, ოლიმიადის ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი.ცნობისთვის, 2000 წელს, "ფიფამ," იაშინს, საუკუნის მეკარის წოდება მიანიჭა.

1960 წლის შემდეგ, მხოლოდ 4 მეკარე იყო ახლოს "ოქროს ბურთთან:" სოლო ვიკტორი, დინო ძოფი, ოლივერ კანი & ჯანლუიჯი ბუფონი.სხვადასხვა წლებში, მათ წილად მხოლოდ მე-2 და მე-3 ადგილები ხვდათ.

ზ/დაწერილიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრ თქვეგნას იმედი მიეცა, ხოლო ბევრსაც კი გაუცრუვდა.არავის სჭირდება შეხსენება, თუ ვინ ბობოქრობს მსოფლიო ფეხბურთში ბოლო წლები. მოგეხსენებათ, არასაიმედო კარის დარაჯის შემთხვევაში, წარმატებაზე საუბარი ზედმეტია.გავიხსენოთ, ევრო-2008, მუნდიალი 2010 და ახლადჩატარებული ევრო 20120.ვგონებ, თითოეული თქვენგანი, გონივრულ დასკვნას გამოიტანს, როდესაც კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს, კასილიასის ამაგს, ხსენებულ ტურნირებზე.

კასოსთვის "ოქროს ბურთის გადაცემა," გარკვეულწილად ესპანური ფეხბურთის აღიარება იქნება.მართალია, შემედავებით, ყველას ცაში ჰყავს აყვანილი "ფურია როხა," მაგრამ უსამართლობაა, როდესაც მუნდიალს ან ევროპის ჩემპიონატს იგებს A ნაკრები და "ოქროს ბურთის" მფლობელი ხდება B ნაკრების მოთამაშე.იმედია, კომპეტენტური პირები, წელს მაინც თვალს გაახელენ და ობიექტურად შეაფასებენ მოვლენებს.

პ.ს. ესპანელების "წმინდანი," "ოქროს ბურთის" მოპოვებით, დაღს დაასვამს ხმებს, მსოფლიოში საუკეთესო მეკარის თაობაზე. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)