სალგადო: "კარვახალს დიდი მომავალი აქვს"

"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მიჩელ სალგადომ, "მარკასთან" ინტერვიუ ჩაწერა.


"ჩემი აზრით, არბელოა სრულფასოვნად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.აქედან გამონდინარე, საჭიროა ისეთი მოთამაშის მოძიება, რომელიც გამოუვალ სიტუაციებში, ალვაროს შეცვლას შეძლებს.რა თქმა უნდა, მადრიდისტას სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდებაზე საუბარიც არ უნდა მიდიოდეს."

"მაიკონი გამოირჩევა შეტევაში კარგი თამაშით.დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს, ბრაზილიელი არადამაჯერებელია.განაპირა მცველი, ერთ დონეზე უნდა თამაშობდეს, როგორც წინ, ასევე უკან."

"კაილ უოეკერი შესანიშნავი ფეხბურთელია.აქვს სისწრაფე და ძლიერი დარტყმა.ვფიქრობ, მისი შეძენა ნაყოფიერი იქნება, თუმცა "ტოტენჰემი" კოლოსალურ თანხას მოითხოვს მასში."

"სახლში RealmadridTV-ის ჩართვის შემდეგ, ხშირად ვადენებ თვალ-ყურს კასტილიის თამაშებს.მინდა გითხრათ, რომ დანი კარვახალის თამაში ძალიან მომწონს.ვგონებ, დანიელი 2 წელში "ბლანკოსის" ძირითადის მოთამაშე გახდება."

"ბლექბერნ რობერსთან" კონტრაქტი ამომეწურა.თავისუფალი აგენტის სტატუსი მაქვს.ვფიქრობ, პროფესიონალულ ფეხბურთში კიდევ 1 წელი დავრჩები."

"სამომავლოდ მწვრთნელობას ვაპირებ.რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ, სრულიად შესაძლებელია ცუდი დამრიგებელი გამოხვიდე."

"მადრიდში დაბრუნება დიდი პატივი იქნება.ამ კლუბმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში.ვალში ვარ სამეფო კლუბთან."

ინფორმაციის წყარო: Marca.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)