ალონსო ალ ჯაზირასთან

ხაბი ალონსო ალ ჯაზირას ესტუმრა და ისაუბრა მისი წარსულისა და აწმყოს შესახებ.


- რა განსხვავებაა ლივერპულსა და მადრიდის რეალს შორის?

- ორივე გუნდზე ყოველთვის არის დიდი ზეწოლა, მათგან სულ მოგებას ითხოვენ და მიიჩნევიან ჩემპიონათა ლიგის მოგების მთავარ პრეტენდენტებად. ორივე კლუბში თამაშობენ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები და მათ გვერდით თამაში ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ხოლო რაც შეეხება განსხვავებებს მადრიდის რეალი მსოფლიო მასშტაბით უფრო პოპულარულია ვიდრე მერსისაიდული კლუბი.

- როგორ ფიქრობთ გაიმეორებს მადრიდის რეალი ბარსელონას შარშანდელ შედეგს?

- სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ფლორენტინო პერესის პროექტი ჯერ-ჯერობით ამართლებს. გუნდს შეუერთდნენ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვიხარჯებით მაქსიმალურად და ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ სათანადო ფორმას, რადგან ჩემი აზრით შეთამაშება გვაკლია. ჩვენი მიზანია ყველა ტურნირზე ყველა დარჩენილი მატჩის მოგება.

- რომელ გუნდზე უფრო დიდი ზეწოლაა რეალზე თუ ლივერპულზე?

- ორივე გუნდი დიდი წნეხის ქვეშ ხვდება, ვინაიდან მათგან ყოველთვის შედეგიან და ლამაზ ფეხბურთს ითხოვენ.

- როგორ ფიქრობთ რონალდო დიდი დანაკლისია გუნდისთვის?

- ჩვენ გუნდში ირიცხება 23 ფეხბურთელი და ყველა პოზიციაზე თითო შემცვლელი მოიძებნება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მატჩს ძირითადის ფეხბურთელზე მეტად თუ არა ნაკლებად კარგად არ ჩაატარებს. რა თქმა უნდა რონალდო გუნდიში დიდ როლს თამაშობს, თუმცა როგორც ხედავთ მისი არ ყოფნის პერიოდშიც ვახერხებთ გოლების გატანას.

- კრიტიკოსები ამბობენ, რომ ბარსელონასგან განსხვავებით მადრიდის რეალმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა თავისი სათამაშო სტილის მოძებნა. ეთანხმებით ამას?

- მე ვფიქრობ ყველაფერს დრო სჭირდება. ვიმეორებ გუნდი სეზონის წინ სერიოზულად გაძლიერდა და შეთამაშება გვჭირდება, ამ ეტაპზე მთავარია მოგება, ხოლო ლამაზი თამაში დროსთან ერთად მოვა. (ბარსელონას აშენებდნენ 4-5 წლის განმავლობაში რეალმა კიდევ მიმდინარე სეზონში დაიწყო ახალი გუნდის შენება, ამასაც უნდა დააკვირდნენ კრიტიკოსები. ავტ.)

- როგორია მადრიდული ცხოვრება?

- მადრიდი შესანიშნავი ქალაქია. ადრე აქ ხშირად ჩამოვდიოდი, თუმცა არასოდეს მიცხოვრია ესპანეთის დედაქალაქში. მადრიდი არის ძალიან დინამიური ქალაქი, რომელსაც გააჩნია თვისი გამორჩეული კულტურა. აქ ყოფნა ფანტასტიურია. რამაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა ეს არის აქაური ამინდი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • SunSay
  • 18 ოქტომბერი 2009
  • 1425
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)