რონალდუ: "სამდღიანი დასვენება საკმარისია"

კრიშტიანუ რონალდუმ UEFA.com-თან ისაუბრა.


პორტუგალიელმა მეგოლემ, უპასუხოდ არ დატოვა ესპანელების უკმაყოფილება ("წითლები" გარკვეულწილად პროტესტს გამოთქვამდნენ იმ ფაქტის გამო, რომ მათ მეტოქე ფეხბურთელებს, ნახევარფინალის თამაშამდე, დასვენებისთვის 2 დღით მეტი აქვთ): "რამდენიმე ესპანელმა მოთამაშემ აღნიშნა ეს, თუმცა როგორც პროფესიონალი, ვფიქრობ, რომ აღნიშნული დეტალი უმნიშვნელოა."

"ევროპის ჩემპიონატში დებიუტი არასახარბიელო გვქონდა, თუმცა თავგანწირვის შედეგად, თამაში საგრძნობლად გამოვასწორედ.ვიცოდი, რომ გოლები აუცილებლად იქნებოდა.ესპანელებთან პაექრობაში ზეწოლა არ იქნება.10 წლის განმავლობაში არაერთი მსგავსი ტიპის მატჩი მითამაშია.რა თქმა უნდა, დიდია პასუხისმგებლობა, მაგრამ არა ზეწოლა."

"პორტუგალიისათვის დიდებული მომენტია, როდესაც 8 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ აქვს შანსი ფინალში გასვლისა.ძალიან რთული იქნება, თუმცა მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს გადამწყვეტ ასპარეზობამდე."ფურია როხა" შესანიშნავი გუნდია.ვგონებ, საინტერესო იქნება იბერიული დერბი.ვიმედოვნებ, გამარჯვებას შევძლებთ."

"პორტუგალიის ნაკრების წარმატების გასაღები, თავდაუზოგავი შრომაა."

ინფორმაციის წყარო: Marca.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)