10 მადრიდელი Euro 2012-ის ნახევარფინალშია

ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ტურნირზე მხოლოდ 4 გუნდია შემორჩენილი, რომელიც სულ მალე 2 საუკეთესოს გაარკვევს...


პორტუგალია, ესპანეთი, გერმანია, იტალია. სწორედ ესენი არიან ის გუნდები, რომელთაგან ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატის ტიტულის მოგებას იზეიმებს.

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 3 მადრიდისტა ირიცხება და სამივე ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება. ესენი არიან : პეპე, კრიშტიანო რონალდო და ფაბიო კოენტრაო. მათმა ნაკრებმა 1/4 ფინალში ჩეხეთის გუნდს სძლია და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

ესპანეთის ნაკრებში მადრიდისტების უმრავლესობაა თავმოყრილი, აქ სერხიო რამოსი, იკერ კასილასი, ალვარო არბელოა, ჩაბი ალონსო და რაულ ალბიოლი გამოდიან. ალბიოლის გარდა ყველა ფეხბურთელი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია და წარმატებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ესპანელებმა Play Off-ის პირველ დაპირისპირებაში ლორან ბლანის და კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებს სძლიეს.

რაც შეეხება გერმანიას, მესუთ ოზილი და სამი ხედირა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინავენ, მათ გარეშე ბუნდესნაკრები ვერავის წარმოუდგენია, ნახევარდაცვის ხაზში სწორედ მადრიდული დუეტი აკეთებს უდიდეს საქმეს. ხედირას და ოზილის გუნდმა 1/4 ფინალში ბერძნებს სძლიეს.

იტალიის ნაკრებს არცერთი მადრიდელი არ ჰყავს, ათი მადრიდისტა 4-იდან 3 გუნდშია თავმოყრილი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში მინიმუმ 3 მადრიდისტა მაინც ითამაშებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პორტუგალიის ნაკრები ფინალში გავა და იტალიის გუნდს დაუპირისპირდება, სხვა შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე მადრიდისტების "ცვენას" ექნება ადგილი. dle 10.1

  • Hala
  • 24 ივნისი 2012
  • 2066
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)