მადრიდისტები ნახევარფინალებისთვის ემზადებიან

მაშასადამე, ევროპის ჩემპიონატზე მყოფმა მადრიდისტებმა, მეოთხედფინალურ ეტაპზე, თავიანთი მატჩები ჩაატარეს.


ნიშანდობლივი და სასიხარულოა, რომ მადრიდელი მოთამაშეების წვლილი, საკუთარი ეროვნული ნაკრებებების წარმატებაში, ფასდაუდებელია.აღნიშნული, განსაკუთრებით გამოჩნდა მეოთხედფინალურ დაპირისპირებებში.

დავიწყოთ პორტუგალიით, სადაც პეპე, კოენტრაუ და რონალდუ ირიცხებიან.ალბათ, არავის ჭირდება შეხსენება, რომ ჩეხეთის წინააღმდეგ, ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი, სწორედ კრიშტიანუს ანგარიშზეა.ამას ემატება მისი ორი და კეპლერის ერთი გოლი ჯგუფურ ეტაპზე და ფაბიუს 1 ასისტი.ამის წყალობით, პორტუგალიელები ნახევარ ფინალში არიან.რა თქმა უნდა, დანარჩენ პორტუგალიელებს გარჯას არ ვუკარგავ, უბრალოდ მადრიდელთა ღვაწლს გამოვყოფ.

გადავიდეთ გერმანელებზე, რომლებიც ღირსეულად ატარებენ ფავორიტის სტატუსს.მათ დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ "ბუნდეს ნაკრები" ყველაზე სანახაობრივად აგორებს ბურთს, რაშიც დიდ როლს თამაშობენ იოზილი და ხედირა.ამ უკანასკნელმა, 1/4 ფინალის თამაშში საბერძნეთთან, თავის გამოჩენაც შეძლო.სამიმ მაშინ გაიტანა გოლი, როდესაც ტაბლოზე 1-1 ფიქსირდებოდა, შესაბამისად მისი შესანიშნავი დარტყმა ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი იყო მატჩის მიმდინარეობისას.ამავე შერკინებაში, მესუთმაც კარგად იმუშავა, რაზეც 2 საგოლე გადაცემა მეტყველებს (ჯამში 3 ასისტი მოუგროვდა - ავტ), ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

განვაგრძოთ ფრანგებით, რომლებიც უკვე სახლში ბრუნდებიან.კარიმ ბენზემას მონდომების მიუხედავად, "მამლები" სათანადოთ მზად ვერ აღმოჩდნენ 2012 წლის ევროპის პირველობაზე.სამწუხაროდ, მადრიდელმა ფორვარდმა გოლის გატანით ვერ დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

და ბოლოს ვისაუბროთ მოქმედ ჩემპიონზე."ულვაშას" დამოძღვრილები, წლეულსაც სტაბილურად გამოიყურებიან, რაშიც მადრიდელთა დიდი შრომაა ჩადებული.პირველად ვახსენოთ კასილიასი, რომელმაც ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლი მიიღო საკუთარ კარში.დამეთანხმებით, რომ კონტინენტის პირველოვაზე 4 შეხვედრაში 1 გოლის გაშვება (299 წუთი მშრალი სერია - ავტ), მშვენიერი მაჩვენებელია.ეს, უწინარესად, იკერის მაღალ კლასზე მეტყველებს.არანაკლებად ასპარეზობენ სერხიო რამოსი და ალვარო არბელოა.მათ ქმედებებში, შეცდომის ნიშნები ფაქტიურად არარსებობს.ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს ჩაბი ალონსოს გენიალურობა.ფრანგებთან შესრულებული დუბლით, "ფურია როხა" ნახევარ ფინალში გაიყვანა.თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ "წითლები" მადრიდული გოლებით გავიდნენ შემდეგ ეტაპზე (სხვა გუნდის ქომაგს არ ესიამოვნება, თუმცა ეგრეა - ავტ).რაც შეეხება რაულ ალბიოლს, ის ჯერ საქმეში არ გვიხილავს.

მოკლედ და კონკრეტულად, მადრიდისტთა მდგრომარეობა ევრო 2012-ზე ამგვარია.ნახევარ ფინალის სტადიაზე, "რეალის" 10 მოთამაშე იასპარეზებს.საინტერესოა, რომ რამდენიმე დღეში, ესპანელი და პორტუგალიელი "თეთრების" დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

პ.ს. იმედია, არ მიწყენთ, რომ ბოლო სტატიებს ჩაბი ალონსოს სურათი ამშვენებს.ის ნამდვილად იმსახურებს !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)