ფიგუ: "მიხარია, რომ პორტუგალიას რონალდო ჰყავს"

ლუიშ ფიგუმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა და მისი შედეგის გაუმჯობესება მიულოცა...


"პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ძალიან დიდი სიმდიდრე ჰყავს კრიშტიანო რონალდოს სახით, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და გუნდისთვის უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია, რონალდო ნამდვილი გენიოსია, რომელიც კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე ჩაითვლება უმაღლესი დონის ფეხბურთელად."

"ჩემი შედეგი მან უკვე გააუმჯობესა და ამით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, დარწმუნებული გახლავართ იმაში, რომ როდესაც რონი კარიერას დაასრულებს, ეროვნულ გუნდში 50-მდე გოლი ექნება გატანილი."

"როდესაც ფეხბურთს თავი დავანებე და ეროვნული ნაკრების ისტორიას გადავხედე, ნამდვილად ამაყი ვიყავი იმით, რომ ჩემ აქტივში 31 გოლი ეწერა, მაგრამ მალევე გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელმაც ეს შედეგი გააუმჯობესა, რაც ნამდვილად დასაფასებელია."

"პორტუგალიის ნაკრებმა ურთულესი ჯგუფიდან შეძლო გაღწევა და ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გუნდი ევრო 2012 წლის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია." dle 10.1

  • Hala
  • 17 ივნისი 2012
  • 2229
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)