კარლოსი რეალს მაიკონს ურჩევს

მაიკონი მოურინიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია და მას შემდეგ ცდილობს მის შეძენას, რაც სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა. ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარე (30 წელი), გულშემატკივრები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ტრანსფერმა არ გაამართლოს. რობერტო კარლოსი კი პირიქით, თეთრების ხელმძღვანელობას ურჩევს ბრაზილიელი მცველის შეძენას.


"ვიცი, რომ მოურინიოს მაიკონის შეძენა სურს, ხოლო თავად ფეხბურთელი ძალიან დიდ პატივს სცემს პორტუგალიელ სპეციალისტს. თუ დუგლასი რეალში გადაბარგდება დარწმუნებული ვარ, რომ არავინ ინანებს. მას აქვს ყველაფერი ის, რაც სამეფო კლუბს სჭირდება: გამოცდილება, ძალა და შესანიშნავი შორეული დარტყმა. ის იტანს უამრავ გოლს და კარგად თამაშობს დაცვაშიც. ჩემი აზრით მაიკონი ბრწყინვალე მარჯვენა მცველია."

"მაიკონი კაფუს მაგონებს, რომელმაც შექმნა ეპოქა ბრაზილიის ნაკრებში და თავისი თამაშით ევროპაშიც გაითქვა სახელი. დუგლასი ფიზიკურად ძალიან ძლიერი მცველია, რაც მას საშუალებას მისცემს კიდევ დიდხანს ითამაშოს მაღალ დონეზე. ის იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც შეუძლიათ მოგაგებინონ კონკრეტული მატჩი და მასთან ერთად ტიტულებიც. მისი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ არ სჭირდება დიდი დრო თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. ამას ბრაზილიელი მცველი ძალიან მალე აკეთებს."

"დღეს ძალიან ცოტა ფეხბურთელს ვნახავთ, რომელიც მაიკონს ჰგავს, ვფიქრობ დუგლასი იდეალურად შეეწყობა სამეფო კლუბს." dle 10.1

  • SunSay
  • 17 ივნისი 2012
  • 1617
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)