კრისტიანო რონალდოს სრული ინტერვიუ

"ქომაგებთან სიახლოვეს ვგრძნობ სწორედ ამიტომ მინდა აქ დარჩენა და ჩემი სიყვარულის გამოვლენა თეთრი მაისურისადმი"


კრისტიანო რონლადომ ჟურნალ-გამოცემა "Marca"-სთან ინტერვიუ ჩაწერა..

"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კარიერის ბოლომდე აქ დავრჩებოდი. ახლავე მოვაწერდი ხელს ათწლიან კონტრაქტს. დარჩენა მსურს, თუმცა გადაწყვეტილება სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული."

"ასეთი დონის კლუბი ვალდებულია მოურინიოსნაერი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავდეს. იგი აქ უნდა იყოს. მადრიდის "რეალი" მის გარეშე ბევრ ტიტულს ვერ მოიგებს."

"ბარსელონას ბარიერი დავძლიეთ და ახლა უკეთეს ფორმაშუი ვართ. ჩვენ, ფეხბურთელები უფრო დავრწმუნდით საკუთარ თავებში და გუნდის რწმენა გვაქვს. ძალიან რთულია "ბარსელონასთან" შეჯიბრი, თუმცა მათ ცხრა ქულით გავუსწარით და "ნოუ კამპზე" დავამარცხეთ. ინდივიდუალურადაც და კოლეკტიურადაც განსაკუთრებული სეზონი იყო."

"საუკეთესო დროება მიდგას ჩემს ცხოვრებაში, ფიზიკურადაც და ფსიქოლობიურადაც. ასე გაგრძელება მსურს და მინდა მადრიდისტებთან ერთად ვზემიობდე უფრო ხშირად, რადგანაც მათთან კავშირი ბოლო თვეების განმავლობაში უფრო განმტკიცდა. მათთან სიახლოვის გამო მინდა აქ დარჩენა. გუნდისადმი სიყვარულს მომავალშიც გამოვავლენ."

"ვეცდები წლევანდელი ციფრების გაუმჯობესებას. შეიძლება უფრო მეტი ვერ გავიტანო, მაგრამ შემიძლია უფრო მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო. ყოველ ცდაზე უფრო რთულდება ეს, მაგრამ მე მაინც ვცდი. უსეინ ბოლტი 100 მეტრს 9.58 წამში გარბის და ფაქტიურად შეუძლებელია მან ეს უფრო სწრაფად გააკეთოს, თუმცა დარწმუნებული ვარ ის მაინც ცდის."

"Ballon d'Or-ი დიდად არ მაღელვებს რადგანაც ლა ლიგა მოვიგე, რომელიც თუ არა ერთადერთი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოსაგებია. Ballon d'Or-ისთვის ხმას არ ვაძლევ და ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს. რამოდენიმე მადრიდის "რეალის" მოთამაშემ და მე საკმარისი გავაკეთეთ ნომინანტებში მოსახვედრად."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 4 ივნისი 2012
  • 2997
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)