მოურინიო "რეალში" - ტიტულები და რეკორდები

ჟოზე მოურინიოს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა პატარა სტატიით პორტუგალიელი სპეციალისტის მოღვაწეობა მიმოიხილა "ბლანკოსში"...


ჟოზე მოურინიომ მადრიდში მოსვლიდან პირველივე სეზონში სამეფო კლუბს "კოპა დელ რეი" მოაგებინა. ფინალამდე "მერენგებმა" "მურსია", "ლევანტე", "ატლეტიკო" და "სევილია" ჩამოიშორეს. "თეთრები" ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდნენ "მესტალიაზე". მატჩის ძირითადი დრო უგოლო ფრით დასრულდა, დამატებით დროში კი კრიშტიანო რონალდომ თავური დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და პორტუგალიელ სპეციალისტს პირველი ტიტულიც მოაგებინა "რეალში".

პირველივე სეზონში ჟოზემ რამდენიმე პირადი ტიტულიც მოიგო. "ლა გაზეტა დელო სპორტის" მიხედვით იგი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ისევე როგორც IFFHS-ის მიხედვით. მოუ uefa.com-ის ე.წ. Dream Team-შიც მოხვდა. აგრეთვე პორტუგალიელმა სპეციალისტმა მიგელ მუნიოსის სახელობის ჯილდოც მოიგო, როგორც საუკეთესო მწვრთნელი "ლა ლიგაში".

მეორე სეზონში კი ჟოზე მოურინიომ "ლა ლიგაში" ახალი ისტორია დაწერა. სამეფო კლუბმა 32-ედ მოიგო "პრიმერა" დივიზიონი. "მერენგებმა" ყველაფერ სიკეთესთან ერთად რიგი რეკორდებისა დააყარეს. "თეთრებმა" სეზონში 121 გოლის გატანა მოახერხეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად 1989-90 წლების სეზონი იყო, როცა "მერენგებმა" 107-ჯერ დაამწუხრეს მეტოქეთა მეკარეები.

ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა სეზონში 32 მატჩ მოიგეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აგრეთვე "ბლანკოსმა" საშინაო მატჩებში 16 მოიგეს, 51 გოლი გაიტანეს და 50 ქულა მოაგროვეს. სამივე მათგანი რეკორდი გახლავთ. აქვე საინტერესო რეკორდიც - "რეალმა" გასულ სეზონში 9-ჯერ შემოაბრუნა მატჩის ბედი, ანუ ე.წ. "ქამბექი" მოაწყო. და ყველაზე მთავარი - "რეალმა" 100 ქულას მოუყარა თავი. ასეთი შედეგი ჯერ 81 სეზონის განმავლობაში არ ყოფილა.

ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალის" მწვრთნელებს შორის ყველაზე მალე მოახერხა მოეგო 50 მატჩი - მან ეს სულ რაღაც 62 შეხვედრაში შეძლო. 2002-2003 წლების შემდგომ ჟოზე მოურინიომ პირველმა შეძლო "ბლანკოსი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს გაეცდინა. "რეალი"ზედიზედ ორჯერ ნახევარფინალშიც იყო, თუმცა ორივეჯერ ცოტაღა დააკლდა ფინალამდე.

ამ ორი სეზონის განმავლობაში ჟოზეს შეგირდებმა 117 მატჩი ჩაატარეს და 322 გოლი გაიტანეს. აგრეთვე, მოურინიო გახდა პირველი სპეციალისტი, რომელსაც პორტუგალიის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები აქვს მოგებული... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)