ექვსი მადრიდელი იბრძოლებს "ოქროს ბურთის" მოპოვებისთვის

იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ლასი, ხაბი ალონსო, კრისტიანო რონალდო და ბენზემა – აი ეს ფეხბურთელები იბრძოლებენ "რეალის" სახელით "ოქროს ბურთისთვის".


იკერ კასილასი: მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მეკარეა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო, ის მაინც რჩება გულშემატკივართა ფავორიტად და საყვარელ მეკარედ. მას კონკურენციას ჟულიო სეზარი გაუწევს.

სერხიო რამოსი: ანდალუსიელი მცველი გასულ სეზონში ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რამოსი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მცველია. მას შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშიც. გასულ სეზონში მას ტრავმებმა შეუშალა ხელი და თავი ვერ წარმოაჩინა ისე, როგორც მას სჩვევია, მაგრამ წელს ყველას იმედი აქვს, რომ ძველი სერხიო დაბრუნდება.

ხაბი ალონსო: მან "ლივერპულში" ხუთი დაუვიწყარი სეზონი გაატარა. "რეალი" და მერსისაიდული კლუბი რთულად შეთანხმდნენ ესპანელის ტრანსფერზე. ხაბი წელს "რეალისთვის" წამყვანი ფიგურა იქნება.

ლასი: ფრანგი ნახევარმცველი გასული სეზონის აღმოჩენაა. ის როგორც "რეალში",ასევე საფრანგეთის ნაკრებშიც სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია. ის წარდგენილია ნომინაციაზე წლის საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი.

კრისტიანო რონალდო: პორტუგალიელი ლეონელ მესისთან ერთად ითვლება ამ პრიზის მოგების მთავარ კანდიდატად. ის არის საუკეთესო ფეხბურთელი და მსოფლიო ფეხბურთში სარეკორდო თანხად იქნა ნაყიდი ფლორენტინო პერესის მიერ.

ქარიმ ბენზემა: მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მან ეს "ლიონში" თამაშისას დაამტკიცა და ახლა ამ ყველაფრის გამეორებას მადრიდშიც აპირებს.

"ოქროს ბურთის" კანდიდატები

მეკარეები: იკერ კასილასი ("რეალი"), ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"), შეი გივენი ("მანჩესტერ სიტი"), ჟულიო სეზარი ("ინტერი"), ედვინ ვან დერ საარი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ვიქტორ ვალდესი ("ბარსელონა")

მარჯვენა მცველები: სერხიო რამოსი ("რეალი"), ჟოზე ბოსინგვა ("ჩელსი"), დანიელ ალვეში ("ბარსელონა"), დუგლას მაიკონი ("ინტერი"), ბაქარი სანია ("არსენალი")

მარცხენა მცველები: ალი სისოკო ("ლიონი"), ეშლი კოული ("ჩელსი"), პატრის ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ფილიპ ლამი ("ბაიერნი"), დავიდე სანტონი ("ინტერი")

ცენტრალური მცველები: ჯეიმი კარაგერი ("ლივერპული"), ჯორჯო კიელინი ("იუვენტუსი"), რიო ფერდინანდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჟუანი ("რომა"), კოლო ტურე ("მანჩესტერ სიტი"), ლუსიო ("ინტერი"), ხერარდ პიკე ("ბარსელონა"), კარლეს პუიოლი ("ბარსელონა"), ჯონ ტერი ("ჩელსი"), ნემანია ვიდიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი")

ცენტრალური ნახევარმცველები: ხაბი ალონსო ("რეალი"), მაიკლ კერიკი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ლასანა დიარა ("რეალი"), მიკაელ ესიენი ("ჩელსი"), დარენ ფლეჩერი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ხავიერ მასკერანო ("ლივერპული"), იაია ტურე ("ბარსელონა")

შემქმნელი ნახევარმცველები: დიეგო ("იუვენტუსი"), სტივენ ჯერარდი ("ლივერპული"), რაიან გიგზი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), იოან გურკუფი ("ბორდო"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი"), ზვეზდან მისიმოვიჩი ("ვოლფსბურგი"), ფრენკ რიბერი ("ბაიერნი"), დავიდ სილვა ("ვალენსია"), ხავი ("ბარსელონა")

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო ("ატლეტიკო"), ქარიმ ბენზემა ("რეალი"), კრისტიანო რონალდო ("რეალი"), სამუელ ეტო'ო ("ინტერი"), ფერნანდო ტორესი ("ლივერპული"), დიეგო ფორლანი ("ატლეტიკო"), გრაფიტე ("ვოლფსბურგი"), ტიერი ანრი ("ბარსელონა"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა"), ლეონელ მესი ("ბარსელონა"), პატო ("მილანი"), უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დავიდ ვილია ("ვალენსია").


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 17 ოქტომბერი 2009
  • 2253
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)