არბელოა:"მეტად ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომ ტრავმები დავძლიოთ"

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა ალვარო არბელოამ ისაუბრა გუნდში ტრავმების ეპიდემიის შესახებ, რომელიც მასაც შეეხო. ის ალბათ მაინც ითამაშებს შაბათს "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ.


"რამდენიმე დღეა ვვარჯიშობ და უკვე თითქმის ვეღარ ვგრძნობ ტკივილებს. ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფერი კარგადაა და ტკივილების გარეშე შევძლებ თამაშს. იმედი მაქვს შაბათს შევძლებ თამაშს".

"ამ ბოლო დროს ჩვენი გუნდის ბევრი ფეხბურთელი იღებს ტრავმებს, მაგრამ გუნდში არის იმდენი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ შეავსონ ტრავმირებულთა ადგილები".

ფეხბურთელს აწუხებს კრისტიანო რონალდოს არყოფნა. პორტუგალიელ ვარსკვლავს გაუმიზეზდა მტკივანი ფეხი. "რა თქმა უნდა ის უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ გვყავს ასეთი ფეხბურთელებიც" – განაცხადა არბელოამ.

ნეგრედო

"ბლანკოსის" მცევლი ვერ გაექცა ალვარო ნეგრედოს "რეალში" შესაძლო დაბრუნების თემას. არბელოამ შეაქო ნეგრედო ნაკრებში დიდებულად ჩატარებული მატჩის გამო ბოსნიის წინააღმდეგ და მას ნამდვილი "გალაქტიკო" უწოდა.

"ვიმედოვნებ მომავალ ზაფხულს ერთად ვითამაშებთ. ძალიან გამიხარდება ასე თუ მოხდება. კმაყოფილი ვარ, რომ ნეგრედოს ყველაფერი კარგად აქვს. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ესპანეთის ნაკრებში".

ჩემპიონთა ლიგა

ფეხბურთელის გონება მიმართულია ჩემპიონთა ლიგისკენ, რომელსაც ფეხბურთელი პრეზიდენტთან ერთად გუნდის მთავარ პრიორიტეტად თვლის წლევანდელ სეზონში.

"რეალმა" მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. ოთხშაბათს მოგვიწევს "მილანთან" შეხვედრა. ეს იქნება დიდებული შანსი ჩვენს ძალებში დასარწმუნებლად" – დაასრულა არბელოამ.


ინფორმაციის წყარო: Marca.com dle 10.1

  • faqo
  • 16 ოქტომბერი 2009
  • 1538
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)