ფაბრიკის უიქენდი

გუშინ მადრიდის "რეალის" ასაკობრივმა გუნდებმა თავიანთი შეხვედრები გამართეს, რამდენიმე მატჩი დღესაც გაიმართება...


"ხუვენილ ა" "კოპა დელ რეის" ასაკობრივ ჩემპიონატზე გამოდიან. მათი მეტოქე "ტენერიფე" გახლავთ. პირველ რაუნდში მადრიდისტები საკუთარ მოედანზე 0-3 დამარცხდნენ. განმეორებითი მატჩი 20 მაისს გაიმართება, თუმცა "თეთრების" მომდევნო ეტაპზე გასვლა ძნელად წარმოსადგენია.

"კადეტე ა"-მ მადრიდულ დერბიში "ატლეტიკო" გაანადგურა 5-2. პედრო სანჩესის შეგირდები ამჟამად მეორე ადგილს იკავებენ ცხრილში. რაც შეეხება "კადეტე ბ"-ს, მადრიდისტებმა გასვლაზე 2-1 დაამარცხეს "კონცეპციონი" ბორხას დუბლისწყალობით...

"ინფანტილ ა" "ატლეტიკოს" უგოლო ფრით დაუზავდა. მადრიდისტებს ერთი მატჩიღა დარჩათ ჩასატარებელი და სავარაუდოდ მეორე ადგილსაც დაიკავაბენ. რაც შეეხება "ინფანტილ ბ"-ს, "თეთრებმა" "ალკოკრონი" დაამარცხეს 3-0 და ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს. "ალევინ ბ" მოულოდნელად "ალკალასთან" დამარცხდა მინიმალური ანგარიშით და მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, თუმცა პირველადგილოსან "ატლეტიკოს" მომდევნო ტურში დაუპირისპირდებიან საკუთარ მოედანზე და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას იზეიმებენ.

"ბენჟამინ ა"-მ მორიგი სანახაობა შემოგვთავაზა. ხუან კარლოს ხუარესის შეგირდებმა გასვლით მატჩში "ესპერანზა" არც მეტი არც ნაკლები 25-0 დაამარცხეს. "ბენჟამინ ბ" კი მხოლოდ 8-0-ს დასჯერდა "ბარიო პილართან"...


დღეს კი თავიანთ შეხვედრებს გამართავენ "კასტილია", "რეალ მადრიდ ც" და "ხუვენილ ც"... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)