მოუ: "ძალიან კარგი სეზონი გამოგვივიდა"

როგორც იცით, ხვალ, მადრიდის "რეალი" "მალიორკას" დაუპირისპირდება. მატჩსწინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო უკლებლივ ყველა სამწვრთნელო შტაბის წევრით წარსდგა...


ჟოზე მოურინიო:

"ვფიქრობ, რომ სეზონი ძალიან კარგი გამოგვივიდა. ჩვენ გავიზარდეთ, როგორც გუნდი. ცხადია, კიდევ უფრო უკეთ გვსურს თამაში. შედეგი ის არის, რომ ჩვენ უამრავი რეკორდი დავამხეთ და ამავდროულად ძალზედ მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგეთ. ბოლო ორ სეზონში ორჯერ მოვხვდით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც უბრალოდ არ ხვდებიან. მომავალ სეზონში შევეცდებით "ლა ლიგის" მოგებას, მაგრამ ამ შედეგის განმეორება გაგვიჭირდება."

"გუნდს ამ სეზონში ცხრიანს დავუწერდი, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი 10-საც იმსახურებს. მომავალი სეზონი უფრო რთული იქნება და გაუმჯობესება გვმართებს. გარდა ფიზიკური მომზადებისა, საჭიროა მენტალური და ფსიქოლოგიური სიძლიერე. ჩემპიონობა ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, რაიმე ძირეული ცვლილება არ არის დაგეგმილი, ალბათ ერთ-ორ ფეხბურთელს შევიძენთ."

"ჯერ არ შემიძლია ვთქვა, თუ ვინ დატოვებს გუნდს ზაფხულზე. ამაზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან სეზონი არ დასრულებულა და მთავარი ზეიმი წინ გველის. სატრანსფერო ფაჰჯარაზე მეტად მომავალ სეზონს დაველოდები. ხვალ კი მატჩს სერიოზულად მივუდგებით, აუცილებლად გვმართებს 100 ქულის დაგროვება. ხვალ გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება უნდა მივანიჭოთ."

"თუკი ვინმე მოვა და შემეკითხება იყიდება თუ არა იგუაინი, მე მას ძველებურად გავცემ პასუხს, რომ მე მსურს მისი გუნდში დატოვება, რადგან იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავდამსხმელია მსოფლიოში. ჩემპიონობაში ყველა ფეხბურთელმა თავისი წვლილი შეიტანა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია კაკა. იგი საჭირო ფეხბურთელია გუნდისთვის. რაც შეეხება კარვალიოს, მან სამი ქვეყნის ჩემპიონობა მოახერხა. ახლა კი თავად რიკარდოს გადასაწყვეტია წავა თუ დარჩება..."

რუი ფარია:

"მე ყოველთვის დავიცავ "რეალის" ინტერესებს, მიუხედავად იმისა ეს დისკვალიპიკაციის ფასად დამიჯდება თუ არა. ახლა კი ისღა დაგვრჩენია თვალი გადავავლოთ ჩვენს ბრწყინვალე ასპარეზობას განვლილ სეზონში."

სილვინო ლოურო:

"მინდა ადანზე გავამახვილო ყურადღება, ის მართლაც, რომ შესანიშNავი მეკარეა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ვიმედოვნებ, რომ იგი ჩვენთან დარჩება."

აიტორ კარანკა:

"კარგი მუშაობის შედეგად ჩვენ დავსაჩუქრდით, ანუ ჩემპიონები გავხდით, რაშიც უდიდესი წვლილი გულშემატკივრებს მიუძღვით. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)