რამოსი : "სამეფო კლუბი რეკორდს დაამყარებს"

გუნდის ვიცე კაპიტანმა, სერხიო რამოსმა სამეფო კლუბის ოფიციალურ სპონსორ "BWIN"-თან ისაუბრა...


"აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ დასკვნით მატჩში და 100 ქულა მოვიპოვოთ, ეს იქნება ისტორიული მოგება, რომელიც რეკორდს მოგვახსნევინეს, მართლაც ბრწყინვალე შედეგებს ვაღწევთ, რადგან ურთულესი სამუშაოები ჩავატარეთ. ლა ლიგის მოგება ყველას გაუხარდა, რადგან ეს ტიტული "ბლანკოსს" რამდენიმე წელიწადია არ მოუგია."

"ვეცდებით ბევრი გოლი გავიტანოთ და მაყურებელს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ, რადგან ეს ფინალური დაპირისპირებაა, ყველა გულშემატკივარს უნდა დაამახსოვრდეს წლევანდელი სეზონი და სამეფო კლუბის ტრიუმფი იმისათვის, რომ მომდევნო წელს უფრო მეტი მხარდაჭერა გამოგვიცხადონ, ფანების გვერდში დგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. უნდა ვითამაშოთ სანახაობაზე და გოლების გატანაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი კარების დაცვა."

"კონტრშეტევებზე არცერთ ვარიანტში არ ვითამაშებთ, "ბლანკოსი" მხოლოდ ბურთის ფლობასა და მოგება იქნება ორიენტირებული, რადგან თითოეული ფეხბურთელის მიზანი 100 ქულის მოპოვებაა."

"ყველა მადრიდისტას ეამაყება სიბელესზე ჩემპიონობის აღნიშვნა, რადგან ეს ენით აღუწერელი გრძნობა გახლავთ, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთობლივი ძალებით ვზეიმობდით პრიმერას მოგებას, რომელიც უდიდესი შრომის ფასად დაგვიჯდა."

"მჯერა, გუნდს კიდევ უფრო შეუძლია მომატება, მაგრამ წლევანდელი ციფრები მხოლოდ პროგრესზე მოქმედებს, მართლაც ძალიან კარგად შედეგებს მივაღწიეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში კიდევ უფრო შეკრული და ძლიერი გუნდი ვიქნებით, რომელიც ყველა ტიტულის მოგებისთვის იბრძოლებს." dle 10.1

  • Hala
  • 10 მაი 2012
  • 1833
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)