კაფუ : "კაკამ რეალი უნდა დატოვოს"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა, კაფუმ, განაცხადა, რომ რიკარდო კაკა აუცილებლად უნდა მოსცილდეს ესპანეთსა და "ბლანკოსის" კოლექტივს, რადგან მას სათანადოდ არ აფასებენ...


"ვთვლი, რომ ჟოზე მოურინიო მსოფლიოს წამყვან მწვრთნელთა შორის სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებს, მაგრამ არ მესმის რატომ უკეთებს იგი იგნორირებას ისეთი დონის ფეხბურთლს, როგორიც რიკარდოა, ჩემი თანამემამულე წლების მანძილზე იყო ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის ლიდერი, რეალში გადასვლისთანავე რიკიმ უკუსვლა დაიწყო, არ ვიცი ეს რას დავაბრალო, მაგრამ მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მიაღწევს პროგრესს."

"რიკარდოს დარწმუნებული ვარ დიდი არჩევანის საშუალება ექნება, მან მადრიდში უკვე 3 წელი დაჰყო, მაგრამ დაფასება ვერ ჰპოვა, წლევანდელი სეზონის შუა ნაწილში რიკის უფრო მეტად ეძლეოდა სასტარტოში ყოფნის საშუალება, მაგრამ ეს სხვადასხვა ფეხბურთელების დაზიანებებით იყო გამოწვეული."

"კაკამ რეალი უნდა დატოვოს, რადგან მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი აქვს სათამაშო, თუ იგი დარჩება ესპანეთის დედაქალაქში, ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ "სელესაომ" მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაიხმაროს."

"ძალიან ვწუხვარ ასეთი მდგომარეობის გამო, მე მის გვერდზე არაერთი შეხვედრა ჩამიტარებია, ვარჯიშებზე იგი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მცველებთან ყოველთვის ახერხებს ფონს გასვლას." dle 10.1

  • Hala
  • 6 მაი 2012
  • 2988
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)