"გრანადა" 1-2 მადრიდის "რეალი"

ლიგის გამარჯვებულებმა შემოატრიალეს თამაში და მათ 97 ქულა დაუგროვდათ; რონალდომ პენალი გაიტანა და კორტესმა საკუთარ კარში შეაგდო


მადრიდის "რეალს" ერთი გამარჯვებაღა აშორებს 100 ქულამდე ლა ლიგაში. მოურინიოს მხარეს ბევრი ახალი სახე შეემატა ძირითადში "გრანადასთან" მატჩში. ადგილობრივები ბოლომდე იბრძოდნენ და ანგარიში სწორედ მათ გახსნეს, თუმცა მადრიდის რეალმა მეორე ტაიმში შემოატრიალა თამაში.

ადანი, ვარანე, ალბიოლი, შაჰინი და გრანერო მოხვდნენ ძირითად თერთმეტეულში. გრანადას ერთი ქულა სჭირდებოდა , რათა არ გავარდინილიყო ლა ლიგიდან. ისინი ბევრს შრომობდნენ მოედანზე და მეოთხე წუთზე ხარამ გაიტანა გოლი.

გრანადა მეორე გოლის გატანასაც შეეცადა, ამიტომ ადანი და მარსელო იძულებული გახდნენ დაეცვათ კარი მე-6 წუთზე. მადრიდის "რეალი" უფრო მოდუნებული იყო ვიდრე საერთოდ და ადგილობრივები ამის გამოყენებას სცდილობდნენ. მე-20 წუთზე ადანმა მუშტებით მოიგერია ჯარიმიდან დარტყმული ბურთი და ამ წუთიდან დაიწყო "რეალმა" დომინირება: შაჰინის დარტყმული ოდნავ გადასცდა ძელს (35') და რონალდოს თაური ბურთი სატნიმეტრებით ასცდა კარს (41').

მეორე ნახევარში ხაბი ალონოსმ და იგუაინმა შეცვალეს შაჰინი და კაკა და გუნდის თამაში უფრო ინტენსიური გახდა. ჟულიო ცეზარმა ბენზემას დარტყმული მოიგერია 58-ე წუთზე. თამაშში მონაწილეობა კალეხონმაც მიიღო, მან დი მარია შეცვალა (59'). კრისტიანო რონალდო მეორეჯერაც ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან. თეთრები აშკარად იმსახურებდნენ გოლს. პორტუგალიელს კვლავ შეეძლოს გოლის გატანა საჯარიმოს ხაზიდან, თუმცა ჟულიო სეზარი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე იყო (63').

მოიზესმა რონალდო წააქცია საჯარიმოში და მადრიდისტამ პენალი გაიტანა. თეთრებს უფრო მეტი სურდათ, "გრანადაც" ანერვიულებული ჩანდა გოლის შემდეგ. მატჩის მიწურულს კორტესმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი მას მერე რაც ბენზემამ გამჭოლი გადაცემა გააკეთა ფლანგიდან საჯარიმოში, რომელიც იგუაინისათვის იყო განკუთვნილი (92')

"გრანადა" 1-2 მადრიდის "რეალი"


წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 5 მაი 2012
  • 2967
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)