რონალდუს სახელობის ლა ლიგა

სამეფო კლუბის 32-ე ტიტული, ისტორიაში შევა, როგორც კრიშტიანუ რონალდუს ლა ლიგა.


პორტუგალიელმა მეგა-ვარსკვლავმა, რომელშიც მადრიდელებმა 2009 წელს 96 მლნ. (ფეხბურთის ისტორიაშია სარეკორდო) გადაიხდეს, "ბარსალონას" სამწლიანი ჰეგემონიის შემდეგ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "თეთრების" გაჩემპიონებაში.

რონალდუ გამარჯვებული კლუბის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა.შედეგიანობის მხრივ, მას კონკურენტი არ ჰყავს თანაგუნდელებს შორის (საშუალო მაჩვენებელი, 1 გოლზე მეტი თითოეულ შეხვედრაში).მადეირელმა გოლეადორმა, თავისი მებრძოლი ხასიათი, პრიმერა დივიზიონის გადამწყვეტ დაპირისპირებებში გამოავლინა.გავიხსენოთ, მისი გაბრწყინება "ვისენტე კალდერონზე" და ფაქტიურად, ტიტულის მომტანი გოლი "ნოუ კამპზე."ნიშანდობლივია, რომ 2011-2012 წლების სეზონში, ქომაგებმა მრავალმხრივი კრიშტიანუ იხილეს.შეგდებულ ბურთებთან ერთად, საგულისხმოა მისი სტატისტიკა, ასისტის კომპონენტში (12 საგოლე გადაცემა).

და ბოლოს, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, რთული ბრძოლა ელის "პიჩიჩისთვის," რომლის მოპოვების შემთხვევაშიც პარალელურად "ოქროს ბუცსაც მიიღებს."ეს უკანასკნელი ჯილდო კი, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში შესაძლო გადამწყვეტი გამოდგეს.მიუხედავად ყველაფრისა, არ დაგვავიწყდეს, რომ რონალდუს წინ ელოდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში კიდევ უფრო რეალური კანდიდატი გახდება "ოქროს ბურთისა."მოგეხსენებათ, კონტინენტის პირველობაზე არგენტინა ფიზიკურად ვერ ითამაშებს, შესაბამისად, ეს დამატებითი შანსია "შვიდიანისთვის."

სანტიაგო სიგერო - გაზეთი "მარკა"
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)