"სან მამესი" "ჯოჯოხეთს" უმზადებს "რეალს"

როგორც იცით, პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.სამეფო კლუბს მომდევნო შეხვედრა ბილბაოში უწევს და იქ გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი გახდება.


ბუნებრივია, "რეალის" "სან მამესზე" შესაძლო გაჩემპიონების ფაქტს, ვერ ეგუებიან ადგილობრივი ქომაგები, რომლებიც ისტორიულად ვერ იტანენ მადრიდელებს.მათი ზიზღი მას შემდეგ გაიზარდა ფლორენტინოსა და ზოგადად "ბლანკოსისადმი," რაც მისტერ პრეზიდენტმა სამეფო თასის ფინალის "ბერნაბეუზე" ჩატარება არ დაუშვა ("კოპა დელ რეის" საფინალი დაპირისპირება "ვისენტე კალდერონზე" შედგება.აღნიშნული არენა 25 ათას კაცზე ნაკლებს იტევს, ვიდრე ლეგენდარული "ბერნაბეუ" - ავტ).

ალბათ, ადვილი წარმოსადგენი არ იქნება, თუ როგორ ატმოსფეროს შექმნიან ბასკები საშინაო მოედანზე.თავად ფეხბურთელებიც დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ ყველაფერს გაიღებენ, რათა "რეალის" ჩემპიონობა გადაიდოს.ვფიქრობ, საინტერესო გამოდგა "ატლეტიკის" ბოსის განცხადებაც: "სან მამესმა" იცის, როგორი დახვედრა მოუწყოს ფლორენტინო პერესს."

აღსანიშნავია, რომ ბილბაოელები არანაკლებ გაბრაზდნენ, წარმოშობით ბასკ და "ატლეტიკში" ნათამაშებ კარანკაზე, რომელმაც შემდეგი დასძინა: "ვგონებ, სან მამესი საუკეთესო ადგილია ტიტულის გასაფორმებლად."

სხვადასხვა გამოცემების ცნობით, ადგილობრივებს საკუთარი გეგმაც აქვთ შემუშავებული.მოგეხსენებათ, აღნიშნულ მატჩამდე "ნოუ კამპზე" "ბარსა"-"მალაგა" გაიმართება.თუ "კულეები" დამარცხდებიან, "თეთრები" ავტომატურად გაჩემპიონდებიან, შესაბამისად მადრიდელი ფეხბურთელები მწვანე მინდორზე ტიტულის მფლობელის რანგში გავლენ.მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, სტადიონზე შეკრებილ ქომაგთა გარკვეული რაოდენობა, სათამაში ბალახზე გადასვლასა და "ბლანკოსის" ზეიმის ჩაშლას აპირებს.

ურთეირთშეხვედრები
"სან მამესზე" შემდგარი ბასკურ-მადრიდული ორთაბრძოლებიდან, მცირე უპირატესობა აქვთ მასპინძლებს.სულ 80 შეხვედრა ჩატარდა, საიდანაც 37 "ატლეტიკმა" მოიგო, 27 "რეალმა," ხოლო 16-ჯერ ფრე გაგორდა(ბურთების შეფარდება 136-117ზე).
ამის პარალელურად, ისიც ხაზგასასმელია, რომ მადრიდისტებმა "სან მამესზე," ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგეს.

ცნობისთვის, ისტორიაში ორჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც "რეალმა" ტიტული ბილბაოს გუნდთან გაიფორმა, თუმცა ორივეჯერ "ბერნაბეუზე." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)