მათ არ ეშინიათ "რეალის"

ნივალდო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი "ბერნაბეუზე" მოსაგებად ითამაშებს.


"ვალიადოლიდის" მცველმა ნივალდომ განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" მხოლოდ მოსაგებად გავლენ. მისი აზრით, მის გუნდს აქვს იმის ძალა, რომ მადრიდულ გრანდთან შეხვედრაში აიღოს სამი ქულა. ამასთან ერთად წლევანდელ სეზონში "ვალიადოლიდი" გასვლით მატჩებს უფრო უკეთ ატარებს, ვიდრე საშინაოს. ნივალდომ იცის, რომ თანაგუნდელებთან ერთად დაცვაში მათ მოუწევთ ბრაზილიელი კაკას განეიტრალება. "ვალიადოლიდის" მცველს სჯერა, რომ ყველაფერი გამოუვა, მიუხედავად იმისა, რომ კაკას წინააღმდეგ არასოდეს უთამაშია.

ნივალდომ განაცხადა, რომ დაცვის ცენტრში შესანიშნავად გრძნობს თავს, მაგრამ მას ფლანგზეც შეუძლია თამაში. ბრაზილიელისათვის არ აქვს მნიშნელობა სათამაშო პოზიციას – მისთვის მთავარია გუნდს დაეხმაროს.

"დიახ, იქ თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, მაგრამ მათთან თამაშის არ გვეშინია. ვფიქრობთ, რომ მადრიდში მოგება შეგვიძლია. კაკას წინააღმდეგ არასოდეს მითამაშია. ასე, რომ ფრთხილად უნდა ვიყო. მისი შეჩერება ძალიან ძნელია, მაგრამ საჭიროა, რათა "რეალი" დავამარცხოთ. მუდამ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას მოედანზე, ყველგან ვითამაშებ, ოღონდ გუნდს გავუწიო დახმარება" – განაცხადა ნივალდომ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 16 ოქტომბერი 2009
  • 1546
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)