დე ლა რედი:"თავს გუნდის წევრად ვთვლი"

რუბენ დე ლა რედი და ესტებან გრანერო რადიო "Onda Deportiva"-ს ეწვივნენ.


რუბენ დე ლა რედი, რომელიც მოედანზე არ გასულა თითქმის წელიწადია გულის პრობლემების გამო ეწვია რადიო "Onda Deportiva"–ს.

დე ლა რედი:

"ძნელი წარმოსადგენია, როცა არ შეგიძლია თამაში და არ იცი, თუ რა მოგივიდა. ჯერ უნდა გავიგოთ თუ რა ხდება და შემდეგ უნდა მივიღოთ ზომები".

"უნდა შევინარჩუნო სიმშვიდე და ვიფიქრო სამომავლო პერსპექტივებზე. მე მხოლოდ საუკეთესოზე ვფიქრობ და ეს არის ფეხბურთში დაბრუნება".

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ ვიცი რა მომივიდა. არავის შეუძლია ჩემთვის იმის ახსნა, თუ რატომ არ შემიძლია ვითამაშო".

"მე ვესწრები "რეალის" ყველა მატჩს. ჯერ კიდევ გუნდის წევრი ვარ. ტრავმირებული ვარ, მაგრამ გუნდიდან ჯერ არავის დავუთხოვივარ. უბრალოდ მოთამაშე ვარ, რომელსაც ამ ეტაპზე არ შეუძლია თამაში. თავს გუნდის ნაწილად ვთვლი და მჭირდება გულშემატკივართა და თანაგუნდელთა დახმარება".

"ვაპირებ ვიფიქრო თამაშზე და არა დიაგნოზზე. დაბრუნების იმედს არ ვკარგავ, მაგრამ მჭირდება სამედიცინო ცნობა, რომ ისევ ჯანმრთელი ვარ. ამის შემდეგ კი შემიძლია დავბრუნდე".

"ჩვენი გუნდი გახდება საუკეთესო, როცა შეთამაშდება. ასე, რომ უნდა მოვითმინოთ".

გრანერო:

"პელეგრინიმ იცის, თუ რა სურს მას. მან მითხრა, რომ ჩემი სჯერა და მენდობა, მაგრამ ის ჩემთანაც ისე იქცევა, როგორც გუნდის სხვა წევრებთან. მე მას მივენდე და მან თავისი ნათქვამი გაამართლა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვივარჯიშებთ. უნდა ვაჩვენოთ საუკეთესო თვისებები ყველა მატჩში".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 16 ოქტომბერი 2009
  • 1393
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)