...და გულში სამუდამოდ : HALLA MADRID!!!

Halla Madridistas... წუხანდელი დაძაბული და უიღბლო მატჩის შემდეგ ვიცი რომ მადრიდის რეალის გულშემატკივართა უმრავლესობა დემორალიზებული,გულგატეხილი და იმედგაცრუებულია!..გადავწყვიტე გაგამხნევოთ!..


პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რეალმა ევროპის ერთერთ საუკეთესო გუნდთან დათმო ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალში თამაშის უფლება და ისიც პენალტების სერიის "ლატარეა"-ში!შევთანხმდეთ რომ გუშინ მადრიდის რეალს ღირსებაშელახულს და პატივაყრილს არ დაუტოვებია სათამაშო მოედანი!!!
ყველა მოთამაშე,ვინც გუშინ მოედანზე თეთრი მაისურით გავიდა,ბოლომდე დაიხარჯა და რამდენადაც შეეძლო ყველაფერი გაიღო ფინალში გასვლისთვის.ფიზიკური მომზადების მხრივ დღეს გერმანელებს ევროპაში ბადალი არ ყავთ და ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს რომ გადატვირთული სათამაშო კალენდარიდან გამომდინარე გადაღლილ მადრიდელებს მეორე ტაიმში გაცილებით გაუჭირდათ.
იმ მიზეზების გარჩევა და იმაზე კამათი,თუ ვინ უნდა შემოეყვანა და/ან გაეყვანა ჟოზეს,ან ვის უნდა დაერტყა პენალტი,ან მსაჯს ისე უნდა ექნა,ან ასე ეგ უკვე ზედმეტობა და წყლის ნაყვა იქნება...გუნდმა ითამაშა,როგორც შეძლო,გაიმარჯვა და ფორტუნის წყალობით დამარცხდა იქ,სადაც წუხანდელ საღამომდეც არაერთი დიდი გუნდი დამარცხებულა გაცილებით სუსტ მეტოქესთან...ეს არაა სამყაროს დასასრული!ეს ფეხბურთია: ზოგჯერ ლოგიკური და ზოგჯერ არალოგიკურიც!წარუმატებლობას წარმატება მოსდევს!
მადრიდის რეალის არცერთ წევრს მე არაფერში ვადანაშაულებ!მე მიყვარს ეს კლუბი თავისი წარმატებით და მარცხით,ისტორიით,აწმყოთი და მომავლით...გულს არასოდეს ვიტეხ იმის გამო რომ მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ სულით და გულით,აი უკვე 21 წელია(29 წლის ვარ) და არასდროს მიმიტოვებია,მაშინაც კი,როცა უმძიმესი პერიოდი ედგა!
ცხოვრება გრძელდება...ჩვენ ლა ლიგის მოგების 90%-იანი შანსი გვაქვს და მჯერა გუნდი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს!..მჯერა რომ მადრიდში ისევ იგუგუნებს "Cibiles"-ი!მადრიდული ინჩადა ძალიან მომთხოვნია,მაგრამ ყოველთვის სცემს პატივს თავდადებას და ღირსეულად წაგების შემთხვევაში არასდროს შეაქცევს ზურგს თავის კერპებს!რადგან ეს ფეხბურთია და გამარჯვებული მუდამ ერთი გუნდი ვერ იქნება!დიახ ეს ფეხბურთია... დიდებული,სათაყვანებელი,რომელისთვისაც ასე დიდ დროს,ადგილს და ნერვებსაც კი ვწირავთ ყოველდღიურად...თუმცა არასდროს ვდარდობთ ამაზე,რადგან ჩვენ მადრიდის რეალის "ინჩადა" ვართ და არ გვენანება ჩვენი გუნდისთვის მიძღვნილი არცერთი წამი...
ჭეშმარიტი გულშემატკივარი მუდამ იმედიანად უყურებს თავის გუნდის მომავალს და სჯერა თავისი კუმირების.მითუმეტეს მადრიდული კლუბის გულშემატკივრებს არ შეგვეფერება ყურების ჩამოყრა და წუწუნი წარსულზე,მაშინ როცა მადრიდის რეალის ერა იწყება!ყველაფერი უცებ არ მოდის...ბრძოლით და ჟინით ყველაფრის მიღწევა შეიძლება...
ჩვენ დიდი კლუბის ქომაგები ვართ და მე ამაყი ვარ რომ მკერდით ამ კლუბის სიყვარულს ვატარებ,ყველაფრის მიუხედავად მჯერა მისი და ყოველ მომდევნო თამაშს იმედით ვხვდები...გულში ისევ თითქოს სამუდამოდ ჩაწერილ სიტყვებს ვღიღინებ ამაყად:
HALLA MADRID...HALLA MADRID...HALLA MADRIIIIIIIIIIIIIIIIIII.... dle 10.1

  • RMD44
  • 26 აპრილი 2012
  • 6443
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)