არგენტინელებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

არგენტინამ დაამარცხა ურუგვაის ნაკრები მონტევიდეოში მინიმალური ანგარიშით 0:1 და მოიპოვა სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ანგარიში გაიხსნა 85–ე წუთზე. თავი ბოლატიმ გამოიჩინა. გონსალო იგუაინი სასტარტო შემადგენლობაში იყო.


"ალბისელესტეს" ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. მატჩი მეტად ემოციური გამოდგა. თავიდან ურუგვაის ნაკრებმა მეტად მწვავედ შეუტია და ჰქონდა ორჯერ გატანის შანსი. პირველად ლუის სუარესმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. შემდეგ კი სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ხორხე როდრიგესმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეტოქე გუნდის მეკარის იოლი ნადავლი გახდა.

და მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდებოდა, დიეგო მარადონამ მოედანზე გამოიყვანა ბოლატი, რომელმაც "რეალის" ფორვარდი გონსალი იგუაინი შეცვალა. ეს ცვლილება საბედისწერო აღმოჩნდა. სწორედ ბოლატიმ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის 85–ე წუთზე და არგენტინელებს მოუტანა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

ამასთან ერთად ბრაზილიის ნაკრები ხვდებოდა ვენესუელას და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. კაკა სასტარტო შემადგენლობაში გახდლათ და ერთ–ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

ურუგვაი: მუსლერა, პერეირა, სკოტი, ლუგანო, კასერესი, როდრიგესი (კავანი, 58), პერესი, გარგანო (კრისტიან როდრიგესი, 70), პერეირა, სუარესი (აბრეუ, 77), ფორლანი

არგენტინა: რომერო, დემიკელისი, სკიავი, ოტამენდი, ჰაინცე, ვერონი, მასკერანო, დი მარია (მონსონი, 75), გუტიერესი, მესი (ტევესი, 86), იგუაინი (ბოლატი, 79)

გოლი: 0:1 – ბოლატი (85)

არბიტრი: კარლოს ამარილა

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 15 ოქტომბერი 2009
  • 1539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)