პერესი CNN–ში

ფლორენტინო პერესმა მადრიდისტებს შორის ახალი ამბიციები წარმოშვა, მას შემდეგ, რაც ხელმეორედ მოვიდა ბლანკოსების ხელმძღვანელად. პერესმა ინტერვიუ მისცა CNN–ის ჟურნალისტს, სადაც მან ისაუბრა მის მიერ წამოწყებულ ახალ პროექტზე.


გვითხარით თქვენს პროექტზე და იმ მიზეზებზე, რამაც ხელმეორედ დაბრუნება „გაიძულათ“?

მე უკან დაბრუნება გადავწყვიტე იმ მიზეზით, რომ ვხედავდი, თუ როგორ უხვევდა „მადრიდის რეალი“ კლუბის შიგაგანაწესისგან და იუბედურებდა საკუთარ თავს, მე ვსაუბრობ მოდელზე, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუმ შექმნა–მოიყვანა რა კლუბში ალფრედო დი სტეფანო. ამა „მადრიდის რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი გახადა. როცა ვნახე, რომ კლუბი უხვევდა ჩვეულ გზას, მაშინ გადავწყვიტე, რომ დრო იყო ყველაფერი გამომესწორებინა და საკუთარ კალაპოტში დამებრუნებინა. შესაბამისად , ჩემი თავი საპრეზიდენტო კანდიდატად წამოვაყენე, როცა ივნისის არჩევნების შესახებ გამოცხადდა.


„მადრიდის რეალს“ ჩემპიონთა ლიგის თასი აგერ უკვე შვიდ ნახევარი წელიწადია, რაც არ მოუგია. არის თუ არა ეს თქვენი მთავარი მიზანი? რამდენად დიდია ზეწოლა მწვრთნელზე და მის შეგირდებზე იმ მხრივ, რომ მათ აუცილებლად უნდა მოიგონ ეს ტიტული?

ევროთასები ესაა ის შეჯიბრება, სადაც „მადრიდის რეალი“ თავს კომფორტულად გრძნობს. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კლუბს არამარტო ეს თასი არა აქვს მოგებული დიდი ხნის განმავლობაში, არამედ გათამაშებაშიც ვერ აღწევს წარმატებას (1/8 ფინალის ვერ გადალახვაზე საუბრობს). ესაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვამბობთ, რომ შევიძენთ ვარსკვლავ ფეხბურთელებს და მოვიგებთ კიდეც ჩემპიონთა ლიგის თასს. ფინალი 2010 წლის 22 მაისს სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება და ჩვენ ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ თასს იქ დავეუფლოთ.


რამდენად ძნელია ისეთი ფებხურთელების გადმობირება, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდუ და კაკა?

არ ვფიქრობ , რომ ეს ძალიან ძნელია. უბრალოდ ორი რამე უნდა დაემთხვეს ერთმანეთს ამის გასაკეთებლად: პირველი, რომ „მადრიდის რეალს“ უნდა სურდეს მათი შეძენა და მეორე, თავად ფეხბურთელებს უნდა უნდოდეთ აქ გადმოსვლა. ეს იყო უმთავრესი კრიშტიანოსა და კაკას შემთხვევაში. ასევე აუცილებელია ფეხბურთელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან გქონდეს კარგი ურთიერთობა, რომ შენთვის სასარგებლო შედეგს მიაღწიო მოლაპარაკებების დროს.


თქვენი თქვენი წინა ექვს წლიანი მმართველობის დროს ერთი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგეთ. ბევრი ფიქრობს, რომ იმ შემადგენლობით და იმ ფებხურთელებით , რაც მაშინ თქვენ გყავდათ , უფრო მეტი უნდა მოგეგოთ. თქვენ ეხლა ანალოგიური მოდელი გაქვთ. რის შეცვლას აპირებთ –შეძლებთ თუ არა ამ რაუნდში უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებას?

„მადრიდის რეალმა“ მთელი მისი ისტორიის განმავლობაში ცხრა ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. ამ ტიტულებს ყოველ წელს კი არ იგებდნენ, პირველი მათგანი 1955 წელს მოიგო , ხოლო ამის შემდეგ კიდევ რვაჯერ აწია ჩემპიონთა ლიგის თასი. ჩვენ გათვლებს მარტო მოგებებზე კი არ ვაკეთებთ, ამავდროულად ჩვენი მიზანია დავიბრუნოთ ის ადგილი, რაც კლუბს ეკუთვნის ევროპაში და რომელიც კლუბმა თავისი უშნო გამოსვლების გამო დაკარგა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ ადგილის დასაბრუნებლად და ტიტულის ხელახლა მოსაპოვებლად.


ხალხი ელის, რომ „მადრიდის რეალი“ თამაშის ხარისხით მოიგებს. თქვენც ანალოგიურად ფიქრობთ? რისი გაკეთება მოთხოვეთ მანუელ პელეგრინს ამის მისაღწევად?

ესეც „მადრიდის რეალის“ ისტორიის ნაწილია. მოგება არაა საკმარისი. ჩვენ საფეხბურთო სპექტაკლები უნდა დავდგათ და ამით გულშემატკივრებს სიამოვნება უნდა მივანიჭოთ. ესაა ის, რასაც კლუბი აკეთებდა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში და მე მჯერა, რომ ესაა იმის მიზეზიც, რის გამოც ჩვენ იმაზე მეტი მხარდამჭერი გვყავს მსოფლიოში, ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბს. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ისეთ დონეს, რომელიც გაგვხდის ლიდერებს, როგორც საფეხბურთო არენაზე, ასევე იმ გულშემატკივრების გულებში, რომლებიც ჩვენ გვიჭერენ მხარს.


სანტიაგო ბერნაბეუს მოედანი გადაჭედილი იყო კრიშტიანო რონალდუს პრეზენტაციისას, როგორ შეძელით გულშემატკივრებში ასეთი ენთუზიაზმის აღძვრა?

კრიშტიანო რონალდუს გადმოყვანას დიდი გამოხმაურება მოყვა. მადრიდისტებს უყვართ მისი სგავსი ფეხბურთელები, ხოლო გულშემატკივრებმა კი მოედანი იმისთვის გაავსეს, რომ რამდენიმე წუთით მაინც ენახათ, თუ როგორ ხდებოდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ერთ–ერთი მადრიდისტთაგანი. კლუბი და რონალდუ ერთმანეთს ავსებენ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ზოგიერთი ფებხურთელი „მადრიდის რეალში“ სათამაშოდ დაიბადა და რონალდუ ერთ–ერთი მათგანია.


თქვენ მიახლოებით 350 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოახდინეთ ფეხბურთელებში. თქვენ ასეთი ფინანსური სიტუაციის შექმნის გამო ბევრჯერ გაგატარეს კრიტიკის ქარცეცხლში. რა იქნება თქვენი პასუხი იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ დროს ასეთი რაოდენობით ფულადი სახსრები არ უნდა დაგეხარჯათ?

მე ვიცი, რომ მსფოლიოს ფინანსურ ბაზარზე არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ ერთადერთი , რაც თითოეულ ჩვენგანს ადარდებს , არის „მადრიდის რეალი“.არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს კლუბი მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეკუთვნის, ის მისი 90,000 წევრის საკუთრებაა. ის ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, იმათ, ვინც მადრიდისტას დიდ ოჯახს შეადგენს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ ვანაწილებთ დივიდენდებს, ეს არაა ბიზნეს ორგანიზაცია ან კორპორაცია, ასე რომ ჩვენ არანაირი ფინანსური ინტერესი არ გვაქვს. ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ „მადრიდის რეალი“ გავხადოთ ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს თითოეულ კუთხეს მივწვდეთ და დავანახოთ იქ მცხოვრებთ, თუ რანი ვართ და რას წარმოვადგენთ. ვაჩვენოთ მათ ის ღირსებები, რომელიც ხელიდან ხელში მადრიდისტების თაობებს გადაეცემოდა. ერთადერთი რამ, რასაც მე ვეტყოდი იმ მცირე რაოდენობის ხალხს, რომლებიც ჩვენ ამ ინვესტიციების გამო გვაკრიტიკებენ , არის იგივე , რაც მე ვთქვი გენერალურ ასამბლეაზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, თუ როგორ ამართლებს დიდ ფეხბურთელებში ფულის ინვესტირების სტრატეგია, თუ როგორ იზრდება ამ ინვესტიციებით ჩვენი შემოსავალი, ესაა ის, რასაც კლუბი ყოველთვის აკეთებდა. ჩვენ 422 მლნ. ევროიანი ბიუჯეტი გვაქვს და ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე მეტი შემოსავლის მიღებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბი ამ წელს, ეს ყველაფერი კი დიდ და მაღალპროფესიონალ ფეხბურთელებში ინვესტირების შედეგი იქნება.


„მადრიდის რეალი“ არა მარტო კლუბია; ეს ინტერნაციონალური ბრენდიცაა... რამდენად საინტერესო და მიზანშეწონილია თქვენთვის ამ ბრენდის გაყიდვა აშშ–ში, აზიაში და სხვა ევროპისგან მოშორებულ რეგიონებში?

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დიდი პატივია იყო „მადრიდის რეალის“ პრეზიდენტი, მაგრამ იქვე აღვნიშნავდი, რომ ეს დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. ვიცი, რომ „მადრიდის რეალი“ მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ბრენდია. ის ცნობილია ყველა ქვეყანაში. ეს ასევე არის ის კლუბი, რომელიც ცნობილია თავისი შრომისმოყვარეობით, სოლიდარობით , საფეხბურთო ტრადიციებით. ჩვენ ბევრ ქვეყანაში ვეხმარებით ბავშვებს, ჩვენ ვცდილობთ მათ ჩავუნერგოთ, რომ მომავლის იმედი არ უნდა დაკარგონ, უნდა სჯეროდეთ, უნდა სწამდეთ საკუთარი ძალის, სწორედ ესაა „მადრიდის რეალი“. მე ამას ვეუბნები ყველას და მათ შორის ჩვენ ფებხურთელებს. ბავშვები ბაძავენ ფეხბურთელებს, რასაც ისინი აკეთებენ , ბავშვიც იმას აკეთებს. მე ვეუბნები ჩემ ფეხბურთელებს, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რომ მათ უნაკლოდ უნდა შეასრულონ საკუთარი როლი. არავის მივცემთ საშუალებას , ჩვენ დიდ ისტორიას ჩირქი მოსცხოს, მითუმეტეს საკუთარ თავს.


ისეთი კონტრაქტები, როგორიც ამას წინათ Bwin–თან დადეთ, კლუბისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია...

რა თქმა უნდა. სანტიაგო ბერნაბეუს დროს, ჯერ კიდევ 1940–50–იან წლებში, კლუბს შემოსავალი ძირითადად ბილეთების გაყიდვით შემოსდიოდა. ბერნაბეუ თვლიდა, რომ იგი დიდ შემოსავლის წყაროს მიიღებდა, თუ მსოფლიოში საუკეთესო და უდიდეს სტადიონს ააშენებდა. ის ასეც მოიქცა. მან სტადიონი 1947 წელს ააგო და იმავე წელს გახსნა, ამის შემდეგ, კლუბის შემოსავლები მნიშვნელოვანწილად გაიზარდა და ამ მხრივ კლუბი მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი გახადა. მან შექმნა მოდელი, რომლსაც შემდეგში ბევრმა მიბაძა, იყიდა რა დი სტეფანო. მე მითხრეს, რომ ის თანხა, რაც მაშინ ამ ფეხბურთელში გადაიხადეს, სასაცილო იყო. მე ვცდილობ მივბაძო ამ მოდელს. ჩვენ ეხლა შემოსავლის სხვა წყაროებიც გვაქ, როგორიცაა სატელევიზიო უფლებები და სპორტული მარკეტინგი. ეს ასე თუ ისე ჩვენი 422 მლნ. ევროიანი ბიუჯეტის მესამედს შეადგენს. ეს კონტრაქტები უმნიშვნელოვანესია და პრაქტიკულად ასეთი კონტრაქტები იმ ფებხურთელების წყალობით გავაფორმეთ, რომლებიც წელს შევიძინეთ. სწორედ ამ მიზეზით ვიძახი, რომ გრძელვადიან პრესპექტივაში ძვირადღირებული ფეხბურთელები იაფად შეძენილები გამოდიან, ვინაიდან მათი მეშვეობით სრულად ხდება მათში ჩადებული ინვესტიციების ამოღება. კონტრაქტი, რომელიც ჩვენ Bwin–თან გავაფორმეთ , ამის ნათელი დადასტურებაა.


როგორ შეადარებდით ერთმანეთს პირველ გალაქტიკოს ერასა და ეხლანდელ ახალ პროექტს?

ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, რობერტო კარლოსი და რაული იმ დროის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. დღეს არიან კაკა, კრიშტიანო რონალდუ, ბენზემა, ხაბი ალონსო... ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხეთ უფრო დაბალანსირებული შემადგენლობის შექმნა, ვიდრე მარტო ვარსკვლავების გადმოყვანა. ჩვენ შესანიშნავი ესპანელი ფებხურთელებიც შევიძინეთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ წინა წელს ევრო 2008 მოიგეს. ჩვენ დავაბრუნეთ იჯარით გაშვებული აკადემიის აღზრდილი ფებხურთელები. ჩვენ დაბალანსირებული შემადგენლობა გვყავს და ჩემი აზრით, წინა და ეხლანდელ პროექტს შორის მთავარი განსხვავება ესაა.


მიშელ პლატინი აკრიტიკებს თქვენს ხარჯებს, მას სურს, რომ ფეხბურთელების გამო ნაკლები დავალიანებები იყო კლუბში.. გისაურბიათ თუ არა მასთან ამის შესახებ?

მე მას თითქმის ყოველ კვირას ვესაუბრები, ვინაიდან მე მას დახმარებას ვთავაზობ, ამასთანავე ჩვენ მეგობრებიც ვართ. მას ჩვენ არასდროს გავუკრიტიკებივართ. პლატინს უბრალოდ კითხეს, თუ რას ფიქრობდა ჩვენს ხარჯენზე და იყო თუ არა ეს მისაღები. ეს უბრალოდ მისი პასუხი იყო, რაც იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩვენი გაკრიტიკება სურდათ, ნამდვილი „აღოჩენა“ გახდა. მისი აზრით, კლუბმა იმაზე მეტი არ უნდა დახარჯოს, ვიდრე გამოიმუშავებს, მე მას ვეთანხმები. არის ბევრი კლუბი, რომლებსაც პატარა შემოსავლები აქვთ და ერთი ადამიანის ფულის წყალობით , ხარჯები შემოსავლებს დიდად აღემატება. პლატინს მიაჩნია, რომ ეს უსამართლოა და კლუბებმა სატრანსფეროდ ის თანხები უნდა გამოიყენონ, რომლებსაც ბილეთები გაყიდვით, სატელევიზიო უფლებებით და სპორტული მარკეტინგის მეშვეობით ღებულობენ. ის ამბობს, რომ შენ მარტო ის თანხა უნდა დახარჯო, რაც შენს შემოსავალს წარმოადგენს. ამ კლუბში ფული არავის არ შემოაქვს, ერთადერთი შემოსავალის წყარო, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის ჩვენი ბრენდი, ისტორია და ჩვენი მუშაობა. ესაა ფული, რომლის ინვესტირებასაც ვახდენთ. ჩვენ წარმოვადგინეთ ბიუჯეტი, რომელმაც ჩვენ წინა სეზონში წარმატებები მოგვიტანა და ეხლაც გვეხმარება ამ კამპანიის დროს. ჩემი აზრით, პლატინი გაუგებრობაში მოხვდა.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 14 ოქტომბერი 2009
  • 3701
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)