გუნდის ურთულესი კალენდარი

ალბათ, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი და ხელმძღვანელობა მართლაც დიდ საფიქრალშია ჩავარდნილი. "სამეფო" კლუბს წინ "ლა ლიგის" მაშტაბით უმნიშვნელოვანესი და მეტად პრინციპული მატჩები ელით.


რამდენიმე დღეში, "მერენგები" ჭეშმარიტ მადრიდულ დერბის გამართავენ "ატლეტიკოსთან". ცალსახაა, რომ თანაქალაქელები არაფერს დათმობენ და "ვალენსიელების" მსგავსად ბოლომდე გაუწევენ პაექრობას ჟოზე მოურინიოს გუნდს.

შემდეგი მეტოქე "პრიმერაში" ხიხონის "სპორტინგია", რომელიც სხვა გუნდებთან შედარებით ნამდვილად სუსტია. მცირე შესავლის შემდეგ იწყება ფეხბურთელთა ნამდვილი ბრძოლა და გამოცდა. ისინი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბაიერნს" უნდა დაუპირისპირდნენ და შეეცადონ სასურველი შედეგის მიღებას (შუა კვირაში), შემდეგ 21 აპრილს კი ყველასათვის საინტერესო "ელ კლასიკოა" დაგეგმილი. სამ დღეში "თეთრები" კვლავ ბავარიელებს შეხვდებიან და ფინალში გასვლას შეეცდებიან. ცხადია ამ მატჩებში მადრიდელები ძალიან დაიღლებიან და ფიზიკური წნეხის ქვეშ მოექცევიან, რასაც იმედია ესპანელები დასძლევენ. ავადსახსენებელი მატჩების შემდეგ გუნდს კვლავ რჩება ორი დიდი ბრძოლა გასამართი, ერთი ეს "სევილიასთან", ხოლო მეორე ბილბაოს "ატლეტიკთან".

მართლაც ყველაფერი რთულადაა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელია ჟოზე მოურინიო, რომელმაც უსუსური "ინტერითა" და "პორტოთი" მოიგო ყველასათვის სანატრალი ლიგის თასი, ასევე ურთულეს ბრძოლაში პორტუგალიელმა რამდენჯერმე მოიგო პორტუგალიის ლიგა და "სერია ა".

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 9 აპრილი 2012
  • 3022
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)