კარანკა:"ხვალ დამტკიცდება რამდენად ძლიერები ვართ"

როგორც მოგახსენეთ, აიტორ კარანკა პრესის წინაშე უნდა გამოჩენილიყო. ეს ვარაუდი გამართლდა და ესპანელმა სპეციალისტმა უკვე გამართა თავისი პრესკონფერენეცია, სადაც მან ძირითადი სასაუბრო დრო "ვალენსიასთან" მატჩს დაუთმო.


"ამ მატჩის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი "ლა ლიგისთვის". მიმდინარე სეზონში შეიძლება "ვალენსიასთან" მატჩი ყველაზე პროდუქტიული გამოდგეს ან პირიქით. ხვალ მიზანი გამარჯვებაა და ეს ყველას კარგად ესმის. გამოჩნდება ჩვენი რეალური სიძლიერი და ამას იმედია დადებითად წარმოვაჩენთ. ჩვენმა თითოეულმა მხარემ ყველაფერი კარგად გაანალიზა და მოემზადა მეტად პრინციპული შეხვედრისთვის".

"ანდალუსიელები საკმაოდ დიდ პრობლემებს შეგვიქმნიან, რადგან იქ თამაშობენ მსოფლიოში განთქმული ფეხბურთელები და საპატივსაცემო მწვრთნელი. ყოველ წელს ამ გუნდებს შორის დაპირისპირება დაძაბულია და არა მგონია რაიმე განსაკუთრებული ახლა მოხდეს. ისინი იმყოფებიან "პრიმერა დივიზიონის" მესამე ადგილზე და გავიდნენ ევროპის ლიგის ნახევარ–ფინალურ ეტაპზე, ეს შესანიშნავი შედეგია".

"ანხელმა 10 წუთით ითამაშა "ოსასუნასთან", ხოლო "აპოელთან" 35 წუთით. ვერ ვიტყვი იმას, რომ არგენტინელი ბოლომდე მზად არის, თუმცა მისი ყოფნა ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს".

"ხედირა არის უნივერსალი ფეხბურთელი. გერმანელს არაერთი ფუნქცია აკისრია გუნდში და ამას სამი პირნათლად ასრულებს. ის ძალიან გამოსადეგია "სამეფო" კლუბისთვის".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 7 აპრილი 2012
  • 2530
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)