"მადრიდის რეალის" სამი ფეხბურთელის კონტრაქტი 2010 წელს იწურება

ბლანკოსების სამ ფეხბურთელს, კერძოდ: კრისტოფერ მეთსელდერს, დუდეკს და რუუდ ვან ნისტელროის. კონტრაქტის ვადა 2010 წლის ივნისში ეწურებათ


გერმანელ მცველს, რომელსაც ნოემბერში 29 წელი შეუსრულდება 2010 წლის ივნისში კლუბთან დადებული კონტრაქტი ეწურება, მას სურს, რაც შეიძლება მალე გაიგოს მანუელ პელეგრინისა და მიგელ პარდესას აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აქედანვე დაიწყოს საკუთარ მომავალზე ფიქრი მომდევნო სეზონში, თუ ის არ მოხვდება კლუბის შემადგენლობაში. მისი აგენტი ნეუბაური ნებისმიერ წუთს მზადაა კლუბის სპორტულ დირექტორთან მოლაპარაკებების დასაწყებად, ვინაიდან მეთსელდერის პრიორიტეტი კარიერის "მადრიდის რეალში" გაგრძელებაა.

AS–თან კომენტარში პარდესამ განაცხადა, რომ გერმანელთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არაა მიღებული:

"მეთსელდერი ნამდვილი პროფესიონალია და ჩვენ მასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გვაქ, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის ჯერ არ დაგვიწყია ფიქრი, კიდევ ორ ნახევარი თვე დაგვრჩა იმის გადასაწყვეტად, თუ რას მოვიმოქმედებთ"

2010 წლის ზაფხულში, როგორც მოგახსენეთ, კონტრაქტი ასევე ეწურებათ ერჟი დუდეკსა და რუუდ ვან ნისტელროის. პოლონელმა გოლკიპერმა, რომელსაც კლუბის დატოვება ამ ზაფხულს შეეძლო, საკუთარი ნებით გაახანგრძლივა კონტრაქტი ერთი წლით და მოსალოდნელია , რომ ზაფხულში მისი მომავალი მის სურვილზევე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ნისტელროის კონტრაქტს, თუ ის მონაწილეობას მიიღებს 35 შეხვედრაში, მაშინ მისი კონტრაქტი აუცილებლად იქნება გახანგრძლივებული.

2011 წელს საკონტრაქტო ვადა ეწურებათ რაულს, გუტის და მამადუ დიარას. კაპიტანს 30 ოფიციალური შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ნებისმიერ წუღს შეუძლია კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება მოითხოვოს. ანალოგიური სიტუაციაა გუტისთან მიმართებაშიც. რაც შეეხება მალელე ნახევარცმველს, მას კონტრაქტში არანაირი დამატებითი პირობები არ აქვს , შესაბამისად ყველაფერი მის თამაშის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.


წყარო: AS.com
dle 10.1

  • shvela
  • 14 ოქტომბერი 2009
  • 3070
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)