რონალდუ, გრანერო, კაკა & პეპე მატჩის შემდეგ

გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც მადრიდელებმა "აპოელის" განადგურების შემდეგ გააკეთეს.


ესტებან გრანერო: "ჩვენ ნაყოფიერი შედეგები დავაფიქსირეთ და რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.ჯანსაღი კონკურენცია ძალზედ მნიშვნელოვანია.გახარებული ვარ და როგორც ყოველთვის, ბევრს ვმუშაობ."

"კრიშტიანუ, კარიმი და გონსალოს ნამდვილად იმსახურებს იმ საფეხურს, რომელზეც არიან.ამას გარდა, გუნდში კიდევ არაერთი შესანიშნავი მოთამაშეა, შეტევითი პოტენციალით."

"ნახევარფინალური ორთაბრძოლები რთული იქნება.ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი მეტოქეები აღარ დარჩნენ.ვგონებ, მიუხენელები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები არიან.მიუხედავად ყველაფრისა, ამ ეტაპზე ჩვენი ფიქრები მხოლო ლა ლიგის მომავალ მატჩს უკავშირდება."


კრიშტიანუ რონალდუ: "მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის.ვიმედოვნებ, მსგავს ტემპში ჩავატარებთ დარჩენილ შეხვედრებსაც.გუნდის ასპარეზობა ფენომენალურია."

"ვფიქრობ, "ბაიერნთან" მატჩები დაძაბული და რთული იქნება.ისინი გათამაშების მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტები არიან."


პეპე:"ამ ეტაპზე, მხოლოდ "ღამუღებთან" გასამართ თამაშზე ვღელავთ."ბაიერნი" ხარისხიანი და მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია.იმედია, გერმანიაში კარგად ვითამაშებთ და ყველაფერი მადრიდში გადაწყდება."


კაკა: "ბავშვობაში ჩემს მიერ შესრულებულ დარტყმებს სიძლიერე აკლდა, ამიტომაც ხშირად ვვარჯიშობდი ამ კომპონენტის გამოსასწორებლად."აპოელის" კარში შეგდებული ბურთი, ერთ-ერთი ლამაზია კარიერაში.მსგავსი გოლი "მილანის" მაისურითაც მაქვს გატანილი, "ანდერლეხტთან."დღითიდღე მეტ თავდაჯერებულობას ვგრძნობ, როდესაც მოედანზე ვარ."

"ეჭვგარეშეა, რომ კონკურენცია დადებითად მოქმედებს ფეხბურთელებზე.ასეთი დონის მოთამაშეების გვერდით ყოფნა, პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის სურვილს გიჩენს.ჩემთვის უმთავრესი მიზანი, ტრავმების დამარცხებაა.მოხარული ვარ, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში კაგ კონდიციებში ვიმყოფები."

"ზედიზედ მეორედ ნახევარფინალის საგზურის მოპოვება, ნიშანდობლივია.წინ ურთულესი თამაშები გველოდება გერმანელებთან.ვფიქრობ, ფინალში აუცილებლად ვიასპარეზებთ."
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)