ბეილი რეალში?

რამდენიმე თვეში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და მადრიდის რეალს ძალიან ბევრი ფეხბურთელის სახელს უკავშირებენ. მათ შორის მოხვდა გარეთ ბეილიც, რომელიც ამჟამად ტოტენჰემის ღირსებას იცავს. თეთრების კონკურენტი კი მის შეძენაში კატალონიური ბარსელონა იქნება.


2011 წლის ზაფხულში კატალონიელები ბრიტანელი ფეხბურთელის შეძენას აპირებდნენ, თუმცა ტოტენჰემს ვერ შესთავაზეს საჭირო თანხა. ამჟამად სპურსის ხელმძღვანელობა ფეხბურთელში 40 მილიონ ფუნტს ითხოვს. ბეილი მამლების წამყვანი მოთამაშეა და შესაბამისად მისი ტრანსფერი დიდ ფულთან იქნება დაკავშირებული.

თავად გარეტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ძნელია უარის თქმა მადრიდის რეალისა და ბარსელონას შემოთავაზებაზე."

აგრეთვე მისი განმარტებით, უპირატესობას კატალონიურ კლუბს ანიჭებს, რადგან ამ გუნდის თამაშის სტილით არის აღფრთოვანებული. შესაბამისად ლურჯ-ბროწეულისფერებს უფრო მეტი შანსი აქვთ ამ ბეილის შეძენისა, ვიდრე თეთრებს. მთავარია როსელიმ გაიმეტოს 40 მილიონი ფუნტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მადრიდის რეალში ამოყოფს თავს.

ბოლო დროს გავრცელებული შესაძლო ტრანსფერებიდან, ბარსელონა სამეფო კლუბს 2 მთავარ სამიზნეს: გარეტ ბეილსა და ნეიმარ და სილვას ართმევს, ორივე ფეხბურთელი უფრო ახლოს არის ბარსასთან ვიდრე რეალთან, თუმცა თითოეული ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40-45 მილიონს შეადგენს, შესაბამისად გუნდები ამ ფეხბურთელებს გაიყოფენ, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად მოირგებს სამეფო კლუბის ფორმას. ჩემი აზრით ეს ფეხბურთელი მაინც ნეიმარი იქნება, რადგან ბარსელონას პრობლემები აქვს დაცვის მარცხენა ფლანგზე და სწორედ ბეილის შეძენით შეძლებს ამ პრობლემის აღმოფხვრას, შეგახსენებთ გარეტი თამაშობს როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვაში. ამიტომ კატალონიელთა პრიორიტეტი სწორედ ის იქნება. dle 10.1

  • SunSay
  • 4 აპრილი 2012
  • 2524
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)