ივან ელგუერა 1999-2007

ივან ელგუერა 1999-2007



უვიცი ეძებს ბედნიერებას შორს, გამბედავები კი მას ქმნიან თავის ირგვლივ..!


ივან ელგუერა 1999-2007 პარასკევს 20 ივლისს 2007 წლისა , 8 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ , სამეფო კლუბიდან ის წავიდა . 1999 წელს კი იქნა შეძენილი მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონ ევროდ "ესპანიოლისგან".
ივანი თამაშობდა ცენტრალური მცველის და ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე, ის ყოველთვის იყო იქ სადაც გუნდს სჭირდებოდა და მუდამ იყო ის ვინც "რეალს" სჭირდებოდა - ლიდერი , შავი სამუშაოს შემსრულებელი , ბომბარდირიც კი , ბოლოს და ბოლოს მან გაიტანა 10 გოლი 2000/01 წლების სეზონში. ერთი ყველაზე ნაკლებად შემტევი ფეხბურთელისთვის კი ეს შეიძლება ძალიან კარგ შედეგათ ჩაითვალოს. ის ყოველთვის, ყოველ მატჩში ამტკიცებდა იმას , რომ იმსახურებდა თეთრი მაისურის ტარებას .

გალაქტიკოსის ერა : დასაწყისი - 2001/02 წლების დასაწყისში ბლანკოსი შეყოვნდა ... ყველას ეგონა და ელოდა , რომ გუნდი რომელშიც თამაშობდა ზიზუ , ფიგუ , რაული და რობერტო კარლოსი გადაუვლიდა მოწინაამღდეგეს თითოეულ მატჩში და მოიგებდა ყველა მათგანს ანგარიშით 7-0 , მაგრამ ეს ასე არ მოხდა , გუნდმა წააგო "ვალენსიასთან" და "ბეტისთან" , ითამაშა ფრე პრიმერას აუცაიდერებთან და ყველა ალაპარკდა მადრიდის "უცხოურ სხეულზე". კლუბს რომელსაც ყავდა საუკეთესო შემადგენლობა მსოფლიოში ვერ ახერხებდა წარმატებული სტარტის აღებას , ჟურნალისტები დიდხანს ეძებდნენ ამის გამომწვევ მიზეზებს , სანამ ზიდანმა არ განაცხადა : " ჩვენ არ გვყავს ელგუერა ( რომელიც წინასაზონო მომზადების დროს იქნა ტრამვირებული) , როდესაც ის დაბრუნდება ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება" და რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოჩვენებოდა ეს სიტყვები ვინმეს , ის გამართლდა. ივანი დაბრუნდა მოედანზე ლა ლიგის 10-ე ტურში , რომელშიც თეთრები "ვილიარეალს" უპირისპირდებოდნენ. გასვლაზე აღმოჩნდა ძალიან რთული მატჩი , მაგრამ ამისდა მიუხედავად სამეფო კლუბმა იმარჯვა ანგარიშით 3-2, ამის შემდეგ ელგუერას არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია 34-ე ტურამდე. ზუსტად მასთან ერთად გახდა გუნდი გამართული მექანიზმი , დიახ მასთან ერთად მოიგო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა.


ივან ელგუერა 1999-2007წინა წელს მას შეეძლო წასვლა , მაგრამ ის ჯიუტად მოითხოვდა დარჩენას , მას რამოდენიმეჯერ მიანიშნეს, რომ უნდა წასულიყო გუნდიდან , მაგრამ ის განაგრძობდა ვარჯიშს და ელოდებოდა თავის შანს. ელგუერა გამოვიდა მოედანზე როცა დაჭირდა გუნდს და წარმოაჩინა ნამვილ ლიდერად თავი , ღირსი თავისი კაპიტნის სამკლაურისა ( 3 კაპიტნის მოედანზე არ ყოფნის დროს სწორედ ელგუერას ენიჭებოდა კაპიტნობა) . ელგუერა იშვიათი მაგალითია , ნამდვილი ერთგული ადამიანისა , ის ნამდვილად არის მადრიდისტა ..!

დაბლა იხილეთ ივანის სიტყვები , რომელიც ამოღებულია სტატიაში მოცემული ვიდეო მასალიდან :

" მე ყოველთვის მიყვარდა ფეხბურთი, მაშინაც კი , როდესაც ვიყავი ძალიან პატარა . მე არ მიყვარდა საშინაო დავალების გაკეთება , იმიტომ რომ სულ ფეხბურთის თამაში მინდოდა . ძალიან გამიმართლა რომ ჩემ კარიერაში მოვახერხე დიდებული კლუბებში თამაში , ეს განსაკუთრებით სამეფო კლუბს ეხება . მემგონი ბლანკოსი "ბარსელონასთან" ერთად საუკეთესო კლუბები არიან ესპანეთის . თეთრები კი საუკეთესოები არიან მთელ მსოფლიოში. მუდამ ვოცნებობდი დიდ გუნდში თამაშზე. მე ვითამაშე "რეალ მადრიდში" ოცნება კი რაღათქმაუნდა ასრულდა "

" ხანდახან ხალხი გიყურებს , როგორც მეფეს , იმიტომ რომ შენ აქ ხარ , "რეალში". მათ არ იციან რა ძნელია მოხვდე აქ, დაიმკვიდრო თავი და იყო მუდამ პირველი".

ლა ლიგა

-229 მატჩი

- 131 გამარჯვება

- 51 ფრე

-47 მარცხი

- 18 გოლი


კოპა დელ რეი

-27 მატჩი

-13 გამარჯვება

-4 ფრე

-10 მარცხი


ჩემპიონთა ლიგა

-86 მატჩი

-50 გამარჯვება

-19 ფრე

-17 მარცხი

-13 გოლი


ესპანეთის სუპერ თასი

-2 მატჩი

-1 გამარჯვება

-1 მარცხი


ევროპის სუპერთასი

-2 მატჩი

-1 გამარჯვება

-1 მარცხი


ინტერკონტინენტალის თასი

-2 მატჩი

-1 გამარჯვება

-1 მარცხი


მთლიანობაში

-349 მატჩი

-197 გამარჯვება

-75 ფრე

-77 მარცხი

-31 გოლი


ივან ელგუერას მონაპოვარი "რეალში":

-1 ინტერკონტინენტალის თასი(2002)

-2 ჩეპიონთა ლიგის თასი(1999/00 , 2001/02)

-1 ევროპის სუპერთასი(2002)

-3 ლა ლიგის თასი(2000/01, 2002/03,2006/07)

-2 ეპანეთის სუპერთასი(2001, 2003)




dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)