მოურინიო: "ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს ლიგაზე"

ჟოზე მოურინიომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.


"შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ვერ გამოვა არბეალოაა. დანარჩენი ფეხბურთელები შევიყვანე განაცხადში. პეპე ჩემთან ერთად გახლავთ და ის ნამდვილად დაიწყებს სასტარტოში თამაშსს. ყველას ნაკლებად გვჯერა, რომ "აპოელი" შეძლებს და "ბერნაბეუზე" 4 გოლს გაიტანს, თუმცა ფეხბურთი ფეხბურთია. ამიტომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ გულშემატკივრებს და ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს.ჩვენ მხოლოდ დიდი მიზნები გვამოძრავებს ჩემპიონთა ლიგაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნახევარ ფინალში ღირსეულად გავიდეთ."

"ჩემი ფეხბურთელები შესანიშნავად გრძნობენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მატჩი ჩავატარეთ დროის მცირე მონაკვეთში, დაღლა არ ეტყობათ. ყველას სურს თამაში. ჩვენ ბოლო წლებში კარგი მაჩვენებლები გვაქვს ჩემპიონთა ლიგაში, ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ და მივაღწიოთ დასახულ მიზანს."

"მსურს, გუნდმა კარგად ითამაშოს. ჩვენ სეზონის დასაწყისში ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით და შედეგად ბევრი ქულა დავაგროვეთ. გასულ "ლა ლიგის" მატჩში გრანერომ და ალონსომ ერთად ბრწყინვალედ ითამაშეს. ასევე კარგად გამოიყურებოდნენ "აპოელთან" შაჰინი და ხედირა. ეს ერთი, მთლიანი, ძლიერი გუნდია, რომელსაც ყველაფრის გაკეთება ძალუძს მოედანზე."

"გუნდში არიან ტრავმიანი ფეხბურთელები, რაც ძალიან მაწუხებს, თუმაცა შემადგენლობაში არჩევანის გაკეთებას მიადვლებს. ეს სულაც არ მახარებს, მე ყველა ფეხბურთელი მჭირდება. ლასანა და კარვალიო, ვიმდედოვნებ, შემდეგი მატჩისთვის მზად იქნებიან."

"რაც შეეხება აგუეროს და იგუაინის თემას, ეს ცრუ ინფორმაცია და სინამდვილეს არ შეესაბამება."

"მოხარული ვარ დიამრიას დაბრუნებით, მან პამპლონაში მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ახლა ის უფრო მეტს ითამაშებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს სრულად ჩაატაროს შეხვედრა. იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი არყოფნა არ დაგვტყობია რადგან ბრწყინვალე გუნდი გვყავს და იგი სრულფასოვნად შეცვალეს."

"მე ვაპირებ დავესწრო "ბაიერნის" და "მარსელის" მატჩს, რადგან ამ ორიდან ერთერთი ჩვენი მეტოქე იქნება. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება ჩვენთვის."

"სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენ სოლიდური უპირატესობით ვუსწერებთ "ბარსელონას" "პრიმერაში". ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თამაშის ჩვენება და მივაღწევთ აუცილებლად ჩვენს მიერ დასახულ მიზანს. "მალაგასთან" და "ვილიარეალთან" დაკარგული ქულების გამო აღარ ღირს საუბარი, ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)