რონალდო: "ორივე ტიტულის მოგებისკენ მივისწრაფვით"

კრიშტიანო რონალდომ მადრიდის "რელის" ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტთან მცირე კომენტარი გააკეთა...


"ცხადია, სტუმრად გამარჯვება ნიქოზიაში ძალზედ მნიშვნელოვანი იყო და ამან პრაქტიკულად გაგვინაღდა ნახევარფინალში გასვლა. მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც ადრეა ამაზე ფიქრი. ვფიქრობ შანსები მაინც 90%-10%_ზეა ჩვენს სასარგებლოდ, რადგან ეს ფეხბურთია და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. 3-0 გასვლაზე პლეიოფში, ეს მართლაც საოცნებო შედეგია, თუმცა საშინაო არენაზე ყურადღების მოდუნება მაინც არ გვმართებს. ორივე ტიტულის მოგებისკენ მივისწრაფვით და იმედია, ორივე მათგანზე გავიმარჯვებთ."

"მე ფეხბურთის თამაში მადეირაში დავიწყე. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. 11 წლის ასაკში ლისაბონის "სპორტინგში" გადავედი, სადაც 8 წელი დავყავი, შემდგომ თავი "მანჩესტერში" ამოვყავი, ხოლო ახლა "რეალში" ვარ. მოვლენები ძალზედ სწრაფად განვითარდა და უკან უამრავი კარგი მოგონება დამრჩა. ყოველ სეზონში ვაუმჯობესებდი და მინდა, რომ ასე გავაგრძელო."

"როგორც ყველა, მეც შეცდომებზე ვსწავლობ. ცხადია, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის ასეა, თავისი საქმის პროფესიონალებისთვისაც კი. უშეცდომო არავინაა. მე ახლაც ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა ისინი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ჩემს მიერ მოტანილი სარგებელი. შევეცდები, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დავუშვა."

"ჩემს პირად ცხოვრებასა და კარიერას ერთმანეთში არასდროს ვურევ, მაგრამ ის კი მართალია, რომ მე არ მიყვარს დასვენება. სულ ვარჯიში და თამაში მსურს. წარმატებაც სწორედ ამას მოაქვს. სწორედ თაცდაუზოგავი მუშაობის შედეგია, ჩემი ასეთ დონეზე თამაში." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)