მორიგი სკანდალი "რეალის" ირგვლივ

ალბათ, ყველას გემახსოვრებათ სისინიო. ვინ იფიქრებდა, რომ ხუთი წლის შემდეგ, რაც მან "ბერნაბეუ" დატოვა, იგი თავსატეხი გახდებოდა სამეფო კლუბისა...


მაშ ასე, როგორც იცით, 6 წლის წინ სისინიო "სან პაულოდან" "რეალში" გადავიდა. იმ პერიოდში ბრაზილიელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა მან თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ შეძლო, ვერც ძირითად შემადგენლობაში მოიკიდა ფეხი და შესაბამისად, ერთი წლის შემდგომ სამეფო კლუბიც დატოვა.

გავიდა 5 წელი და "სან პაულომ" ფიფაში სარჩელი შეიტანა და სისინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით დამატებით 45 000 მოითხოვა. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ფიფასა და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე იმსჯელეს ამ საკითხზე, შესაბამისად მათ დადგენილებაც გამოიტანეს - მადრიდის "რეალის" ბრალეულბა დამტკიცდა და სამეფო კლუბს 45 000-ის გადახდა დაეკისრა ბრაზილიური გრანდისთვის...

ცნობისთვის, სისინიომ "რეალში" 26 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანაც მოახერხა. მისი დებიუტი "ატლეტიკის" წინააღმდეგ შედგა. აღსანიშნავია, რომ თავის პირველივე შეხვედრაში მან თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბრაზილიელი "ლა ლიგის" თასის გამარჯვებულიც გახლავთ... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)