საუკუნის ფოტო

ზუსტად ათი წლის წინ, 1999 წლის 13 ოქტომბერს რაულმა გაიტანა გოლი რუუდ ხესპის კარში "კამპ ნოუ"–ზე, რის შემდეგაც აჩვენა ეს ლეგენდარული ჟესტი.


რაული "რეალში" თამაშობს 15 წელი, 16 სეზონი და ჩაატარა 700 მატჩზე მეტი მადრიდული გრანდის რიგებში, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მან გააკეთა "კამპ ნოუ"–ზე ათი წლის წინ, როდესაც 89–ე წუთზე რუუდ ხესპის კარში გაიტანა გოლი. ეს ჟესტი, რომელსაც თქვენ სურათზე ხედავთ გახდა ნამდვილი "მადრიდიზმის" სიმბოლო.

ეს ფორვარდი შევა ისტორიაში, როგორც რეკორდსმენი ფეხბურთელი. ბევრი მას უკვე თვლის ცოცხალ ლეგენდად. მისი კარიერის მთავარი გვერდი შეიქმნა სწორედ 1999 წლის 13 ოქტომბერს, როცა გადაიღეს ეს ფოტო.

"ელ კლასიკო" დაიწყო. პირველი გოლი 29–ე წუთზე გაიტანა რაულმა, მაგრამ "რეალის" ფანების სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. ორ წუთში ანგარიში გაათანაბრა ლეგენდარულმა რივალდომ. მეორე ტაიმში "სამეფო კლუბის" ფეხბურთელმა სერჟიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმაც პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი უნაკლოდ შეასრულა ფიგუმ, რომელმაც "ბარსელონა" წინ გაიყვანა. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, კატალონიელი გულშემატკივარი უკვე მღეროდა გამარჯვების სიმღერებს, მაგრამ რაულმა ისინი გააჩუმა. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე "ელ კაპიტანომ" თავით გაიტანა "ბარსას" კარში და 2:2.

რაული (თებერვალი, 2009 წელი)

"ჩვენ არ დაგვიმსახურებია წაგება, რადგან კარგად ვთამაშობდით. ჟესტი, რომელიც მე ვაჩვენე მეტად სპონტანური იყო. ზოგი გულშემატკივარი მეტად გამომწვევ სიმღერებს მღეროდა და ამის იგნორირება არასწორი იქნებოდა. მე დიდხანს ვითმენდი, მაგრამ როცა გოლი გავიტანე, ყველა ემოციამ ამოფეთქა და ისინი გავაჩუმე, მაგრამ მუდამ პატივისცემით ვეპყრობი "ბარსელონას" და მის გულშემატკივრებს".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 13 ოქტომბერი 2009
  • 2342
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)