"Real Madrid Resort Island"-ის მშენებლობა დაიწყო

დღეს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მადრიდის "რეალის" კუნძულის მშენებლობა დაიწყო...


გაერთიანებულ საემიროებში დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, კერძოდ მადრიდის "რეალის" კუნძულის მშენებლობას. ამაზე ყველას კარგად მოგეხსენებათ. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საემიროებს უამრავი ადამიანი სტუმრობდა. მადრიდიდან არაბულ ქვეყანაში "ბლანკოსის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი, ინსტუტიციონალური ურთიერთობების დირექტორი ემილიო ბუტრაგენიო და სპოერტული დირექტორი ზინედინ ზიდანი იმყოფებოდნენ. მადრიდელებს მასპინძლობა შეიხმა, საუდ ბინ საქრ ალ ქასიმმა გაუწია.

ფლორენტინო პერესი:

"ჩვენი კლუბი 110 წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ თანდათანობით ლეგენდად იქცა. ეს კუნძული ძალზედ შეუწყობს ხელს გლობალიზაციას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ფეხბურთსა და ზოგადად სპორტშ საზღვრები არ არსებობს. ჩვენ გვსურს, რომ სპორტის ეს სახეობა მსოფლიოს ამ ულამაზეს მხარეში განვავითაროთ. ეს კუნძული მოემსახურება ხალხისა და კულტურის გაერთიანებას. ჩვენთვის ეს პატივია, საამაყო, დიდი პატივი და რა თქმა უნდა, პასუხისმეგბლობა. დღეს მართლაც, რომ დიდი დღეა მადრიდისტებისთვის. მათთვის ეს საამაყო იქნება."


საუდ ბინ საქრ ალ ქასიმი:

"ეს მართლაც, რომ საოცარი პროექტია, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ბრენდი აწარმოებს. მიხარია, რომ მადრიდელებმა სწორედ ჩვენ აგვირჩიეს კომპანიონებად. მილიონობით მიზეზი გვაქვს, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. მინდა, მადლობა გადავუხაოდ ფლორენტინო პერესს იმ სამუშაოების წარმატება, რომელიც მან კლუბში განახორციელა. დარწმუნებული ვარ, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ეწვევა მადრიდის "რეალის" კუნძულს."

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)