პეპეს და არბელოას კომენტარები

მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის მცველებმა პეპემ და არბელოამ მცირე კომენტარი გააკეთეს.


პეპე
"ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, თუმცა აპოელის ჩამოწერა არ ღირს, რადგან მან ძალიან კარგ ევროპულ გუნდებს არ აპატია მსგავსი დამოკიდებულება. საერთო ჯამში კი კარგი მატჩი გამოვიდა."

"აპოელი ორგანიზებულად თამაშობდა დაცვაში, თუმცა მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა, დიდი თავსატეხი გაუჩინეს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, რაც დაგვეხმარა გამარჯვების მოპოვებაში."

"ვიცით, რომ კარგ ფორმაში ვართ და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიგვიჩნევენ, მაგრამ ეს არის ექსპერტების დამოკიდებულება, თუ ამას დავუჯერებთ და ვარჯიშს არ განვაგრძობთ მაშინ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ყოველი მატჩი ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ფინალში ვითამაშებდით."

"გუნდში გადავწყვიტეთ, რომ ვილიარეალთან მომხდარ ფაქტებზე არ ვისაუბრებდით, რადგან ეს ხელს შეგვიშლის. რაც იმ მატჩში იყო წარსულს ჩაბარდა და ახლა ორიენტირებულნი ვართ ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაზე. ჩვენი საქმეა ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ ფეხბურთი, ფაქტების გაშუქება კი თქვენ - ჟურნალისტებს გევალებათ. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს თეთრი მაისურისათვის, წარმატების მიღწევა თუ გვინდა."

არბელოა
"ფეხბურთში ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა წარმოუდგენელია. ჩვენ კაგად ვითმაშეთ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში გოლის გატანას ვერ ვახერხებდით. საბოლოო ჯამში მთელი შესაძლებლობების გამოვლენა დაგვჭირდა იმისათვის, რომ წარმატებას მიგვეღწია. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, რადგან შეუცვლელი ფეხბურთელი გუნდში არ არსებობს. რა თქმა უნდა მოშვების საშუალება არ გვაქვს, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. მიუხედავად იმისა, რომ 3:0 მოვიგეთ მშვიდად ყოფნის უფლება არ გვაქვს. სავარაუდოდ ჩვენ გავალთ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ჩვენი მეტოქე ჩვენზე სუსტია, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება, ეს ყველაფერი გუშინ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, როდესაც აპოელმა ისეთი დაცვა დააყენა, რომელსაც გასაღებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვუძებნეთ.

"ლა ლიგაში ყველაფერი კარგად არის და ახლა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩზე ვართ ორიენტირებულნი. აგრეთვე ძალიან გვსურს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა და ბერნაბეუზე დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ აპოელის წინააღმდეგ."

"ვილიარეალთან მატჩზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, ეს გუნდის გადაწყვეტილებაა და უკვე დავიწყებას მიეცა ეს შხვედრა." dle 10.1

  • SunSay
  • 28 მარტი 2012
  • 1888
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)