ბენზემა თავის იდეალს შეხვდა

მადრიდის "რეალის" წამყვანი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა, თავის იდეალს რონალდოს შეხვდა. ფრანგი ამ შეხვედრის შემდგომ უბედნიერესი გახლდათ.


ბენზემა:"უბედნიერესი ვარ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან შეხვედრით... მე მას 12 წლიდან ვგულშემატკივრობ, იგი ჩემი იდეალია ფეხბურთში."

რონალდო:"ძალიან მიყვარს ჩემი სტილის ფეხბურთელებთან შეხვედრა და მათთან საუბარი. სწორედ ასეთი ადამიანია კარიმი. მეგობრები ხშირად იხსენებენ ჩემს განვლილ კარიერას, მისვამენ ბევრ შეკითხვებს, ეს მე ძალიან მსიამოვნებს. რაც შეეხება ბენზემას, იგი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთლია, მისი პლიუსია მცველებისთვის თავგზის აბნევა და უამრავ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება, ეს ყველაზე პრიორიტეტულია დღევანდელ ფეხბურთში. ვისურვებდი რომ იგი გახდეს მსოფლიოში საუკეთესო... ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი იმუშაო საკუთარ თავთან, რომ მიაღწიო საწადელს."

ბენზემა:"მე რონალდოს ნაირად არ ვთამაშობ, რადგან არ ვიცი რონი ამას როგორ აკეთებდა. არ ვიცი, თუ როგორ იყო იგი ასეთი გამორჩეული და აღმაფრთოვანებელი. მას ბევრი ტიტულები აქვს მოგებული და იმედი მაქვს მას მივბაძავ მომავალში."

ბენზემა თავის იდეალს შეხვდა

რონალდო:"ვერაფერს ვერ ვიტყვი ახალს, "რეალში" მყოფ ვარსკვლავებზე. სამეფო კლუბში ყველაზე დიდი კონკურენციაა. აქ თამაშობენ: კაკა, რონალდო, რაული... მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თავის თავზე აიღონ თამაში და შეხვედრის ბედი გადაწყვიტონ, რა თქმა უნდა მთავარია გუნდური თამაში, რომელიც ასევე შესანიშნავად გამოსდით. ეს ყველაფერი ფლორენტინო პერესის დამსახურებაა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა კლუბის გულშემატკივრები გაეხარებინა ძალიან მოკლე პერიოდში, ჯერი უკვე ფეხბურთელებზეა. დონ ფლორენტინომ უამრავი ფული დახარჯა ტრანსფერებში, უამრავი კიდევ ცოტაა, უფრო ბევრი... დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საყვარელი კლუბი "ბლანკოსი" გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ამისათვის ბევრი მუშაობაა საჭირო, მაგრამ მე ამ მოთამშეების მეიმედება."

ბენზემა:"იმედი მაქვს, რომ ბევრ ტიტულს მოვიპოვებთ, ამის დიდი რესურსი გაგვაჩნია, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. "


სტატიის ავტორი: Kevlisha

იმფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 13 ოქტომბერი 2009
  • 3302
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)