დომენეკმა უარი განაცხადა

ლასანა დიარა ვერ შეუერთდება "რეალს" ხუთშაბათამდე.


საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უარი განაცხადა ლასანა დიარას კლუბში გაშვებაზე. ამას თავად ფეხბურთელი ითხოვდა. დიარა ვერ შეძლებს თამაშს ოთხშაბათს დისკვალიფიკაციის შემდეგ, მაგრამ დომენეკმა მაინც თავისი გაიტანა.

ლასმა მორიგი გაფრთხილება მიიღო ფარერების წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ფრანგებმა 5:0 მოიგეს. ამ მოგებით ფრანგებმა მეორე ადგილი და პლეი–ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. ოთხშაბათს კი "მამლები" ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ლასმა სთხოვა მწვრთნელს გაეშვა იგი კლუბში, რადგან შაბათს "რეალი" ლა ლიგის მორიგ ტურში "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაგრამ ფრანგთა მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და დიარაც გუნდში დარჩება.

"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამაც მიმართა ფრანგების საფეხბურთო ფედერაციას, მაგრამ იქაც უარით გაისტუმრეს. ლასი მადრიდში ხუთშაბათს საღამოს ჩაფრინდება.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 13 ოქტომბერი 2009
  • 1588
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)