კაკას პირველი შანსი

შესაძლოა სტატიის სათაური უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ არ ვცდები, სოსიედადთან მატჩი პირველი იქნება უკანასკნელი 2 წლის მანძილზე კაკასათვის, რომელშიც მას ვერ დახემარება ვერც ოზილი, ვერც დი მარია. თუ ვცდები მომიტევეთ, მაგრამ მაინც არ მახსენდება ასეთი შეხვედრა ამ პერიოდში.


რიკიმ ბოლო პერიოდში თამაში დაიწყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მანამდე ვხედავდით კაკას, რომლისგან მხოლოდ სახელი და ძველი დიდება იყო შემორჩენილი, დღეს კი მისი პროგრესი აშკარაა. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ის ახლაც ისეთივე ფორმაშია, როგორც ერთ დროს მილანში იყო, თუმცა ბრაზილიელის წინსვლა სახეზეა. დიახ სახეზეა მას დაუბრუნდა ცნობილი ღიმილი, თამაშის სურვილი და ხალისი.

მიუხედავად ამისა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მადრიდელთა რვიანს, აქამდე მხარს დი მარია და მესუთ ოზილი უბამდნენ. დღევანდელ დღეს კი ბრაზილიელი მარტო იქნება ნახევარდაცვაში და მას მოუწევს შეტევის წარმართვა, მართალია მის გვერდით აუცილებლად იქნება რონალდო, მაგრამ პორტუგალიელი ბოლო პერიოდში უფრო დამაგვირგვინებელ ფაზაში ეხმარება გუნდს, ვიდრე შეტევის წამოწყებაში. ამიტომ დღეს მთელი პასუხისმგებლობა კაკაზეა, მას მოუწევს შეტევის წამოწყება, ბურთის დაჭერა, სადაც საჭიროა "თრევა" და საგოლე პასების ან საგოლე მომენტების შექმნა.

ბურთის დაჭერაში მას მხარს რა თქმა უნდა ალონსო და ხედირა გაუმაგრებენ, რომლებიც ეცდებიან მეტოქეთ "განიარაღებას" ნახევარდაცვის ცენტრში და ბრაზილიელი გამთამაშებლისათვის სასურველი პირობების შექმნას, რადგან დღეს კაკას მთელი საფეხბურთო ინტელექტი, გამოცდილება და კლასი შეტევაზე უნდა იყოს მიმართული, სადაც მას სავარაუდოდ, რონალდო, ბენზემა და იგუაინი აუბამენ მხარს.

მოკლედ და კონკრეტულად ეს არის რიკის პირველი შანსი, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გამოაჩინოს ლიდერის თვისებები, რომლისთვისაც ის განთქმული იყო მილანურ კლუბში და რისთვისაც შეიძინა ის მადრიდის რეალმა. მე იმედი მაქვს, რომ კაკა ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს და ორ მატჩიანი მოუგებელი "სერიის" (თუ შეიძლება ამას სერია ვუწოდოთ) შემდეგ, წაუძღვება გუნდს გამარჯვებისაკენ! dle 10.1

  • SunSay
  • 24 მარტი 2012
  • 2843
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)