პარდესას ინტერვიუ

მადრიდული კლუბის სპორტული დირექტორი პირველი იყო ”მადრიდის რეალის” მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის, რომელმაც კომენტარი გააკეთა ”ვილიარეალთან” მომხდარ მოვლენებზე.


პარდესას აზრით , ”მადრიიდს რეალის” მიმართ მსაჯთა დამოკიდებულება სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც იყო რამოდენიმე ტურით ადრე ”ბარსელონას” მონაწილეობით გამართულ შეხვერდაში, რომელსაც იგივე არბიტრი სჯიდა, კერძოდ კი პარადეს რომერო. განსაკუთრებული ყურადღება ”თეთრების” სპორტულმა დირექტორმა გაამახვილა მატჩის არბიტრის განსაკუთრებულ ყურადღებაზე ”მადრიდის რეალის” ტექნიკური ზონისა და სამწვრთნელო შტაბის მისამართით.

”ჩვენს გვესმის ის არასრულყოფილების გრძნობა და განცვიფრება , რომელიც მთელ გუნდსა და მთლიანად მადრიდიზმს დაემართა ამ ტურში. დავინახეთ, რომ მატჩი არაობიექტური მსაჯობით იყო გამორჩეული, რომელსაც არაფერი საერთო არ ქონდა იმასთან, რაც რამოდენიმე ტურით ადრე ხდებოდა ”რეინო დე ნავარაზე” , ”ბარსელონას” მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში ”ოსასუნას” წინააღმდეგ. გვესმის, თუ რატომ არიან ფეხბურთელები ამ სიტუაციის გამო აღშფოთებულები. სათადარიგოთა სკამიდან აძევებენ სამწვრთნელო შტაბის წევრს იმ აპლოდისმენტების გამო, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ფეხბურთელების გასამხნევებლად. ჩვენ გვაწუხებს სხვადასხვა გუნდებისადმი ასეთი განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება.”


”მადრიდის რეალის” სპორტული დირექტორის აზრით, ნათელია განსაკუთრებული ყურადღება და დამოკიდებულება კლუბის წარმომადგნელების მიმართ:

” ”ბარსელონას” შეხვედრაში იყო ეპიზოდები, რომლებიც შეიძლება იგივე პრინციპიალურობით შეფასებულიყო, რომლითაც ჩვენი მოქმედებები ”ვილიარეალის” წინააღმდეგ. გვაწუხებს მსაჯთა კორპუსის მხრიდან ”განსაკუთრებული” დამოკიდებულება და ყურადღება ჩვენი სამწვრთნელო შტაბისა და ტექნიკური პერსონალის მისამართით, მაშინ როცა, ეს ყურადღება მთლიანად მოედანზე უნდა იყოს კონცენტრირებული.”


პარდესა იმედს იტოვებს, რომ ის მოვლენები, რომლებიც ”ელ მადრიგალზე” განვითარდა გუნდს კიდევ უფრო ძვირად არ დაუჯდება:

”ჩვენ გავაგრძელებთ დასახული მიზნებისთვის ბრძოლას, ვინაიდან გუნდი შესაშურ პირობებში იმყოფება. წინ იგივე განწყობით ვივლით, რითაც აქამდე მოვდიოდით. ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის ხელს ბრძოლის გაგრძელებაში და გუნდის წინაშე არსებული მიზნების და თითოეული მადრიდისტას ოცნებების მიღწევასა და ასრულებაში.”


”გვსურს იგივე პირობებში ვიბრძოლოთ, როგორშიც სხვები. ეს ერთადერთია, რაც ჩვენ გვინდა, ვითამაშოთ თანაბარ პირობებში, როცა როგორც ჩვენს , ასევე სხვების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება იქნება.”


პარდესას აზრით, ის ზეწოლა, რომელსაც გუნდი განიცდის, ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ მოახდეს წინასვლაზე:

”ამ გუნდის მორალური ძალა და ძლიერი სული არანაირ ეჭვს არ ექვემდებარება. მადრიდისტებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ვინაიდან ეს გუნდი დიდი ხანია ამტკიცებს თავის სიძლიერეს.”
dle 10.1

  • shvela
  • 23 მარტი 2012
  • 2526
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)