გუნდი აგრძელებს ვარჯიშს

უიკენდის შემდეგ მადრიდის "რეალი" დაუბრუნდა ვარჯიშებს. შეიმჩნეოდა ნაკრებში წასული ფეხბურთელების ნაკლებობა. პელეგრინის მოუწია ათ ფეხბურთელთან მუშაობა. სიახლე ის იყო, რომ გუნდს დაუბრუნდნენ გუტი, ვან დერ ვაარტი და დრენტე.


შესვენების შემდეგ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებმა დაიწყეს შაბათს გასამართი მატჩისთვის მზადება. ისინი 17 ოქტომბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუპირისპირდებიან "ვალიადოლიდს". ჩილელ სპეციალისტს არ სურს გუნდმა ტემპი დააგდოს. გუნდს დაუბრუნდა რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელმაც ამხანაგური მატჩი ითამაშა ჰოლანდიის ნაკრებში ავსტრალიის წინააღმდეგ. ასევე გუნდს დაუბრუნდნენ გუტი და დრენტე. ისინი უკანასკნელი დღეების განმავლობაში სატრანაჟორო დარბაზში ვარჯიშობდნენ.

ვარჯიში ზუსტად ექვს საათზე დაიწყო "ვალდებებასის" ბაზაზე. პელეგრინი ვარჯიშამდე გაესაუბრა ფეხბურთელებს. საუბარს ასევე მოუსმინეს ტრავმირებულმა ფეხბურთელებმაც. საუბრის შემდეგ ნისტელროი, კრისტიანო რონალდო, გაგო, არბელოა და ადამი გაემართნენ სატრენაჟორო დარბაზში. პელეგრინიმ ასევე გამოსცადა მეკარეები ფელიპე რამოსი და ტიტო.

ამ დღეებს გუნდის ხელმძღვანელობა უთმობს ფიზიკურ ვარჯიშებს. ვარჯიშის ბოლოს კი ფეხბურთელებმა ხუთი–ხუთის წინააღმდეგ ითამაშეს.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 13 ოქტომბერი 2009
  • 1526
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)