ლასი: "სანერვიულო არაფერი გვაქვს"

"რეალის" ფრანგმა ლეგიონერმა ლასანა დიარამ, "ასთან" ინტერვიუ ჩაწერა.


- "მალაგასთან" გაგორებული ფრე, "რეალის" გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა...
- რა თქმა უნდა."სანტიაგო ბერნაბეუ" გაბრაზებულებმა დავტოვეთ, რამეთუ მოგება გვინდოდა.მიუხედავად ამისა, არ ღირს აღნიშნული მოვლენის დრამატიზირება.კარგად მოგეხსენებათ, "ბარსელონასთან" 8 ქულიანი სხვაობა გვაქვს, რაც პატარა ნამდვილად არარის.ახლა "ვილიარეალთან" გასამართი თამაშისათვის ვემზადებით.გვინდა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ტიტულისაკენ."რეალმა" ითამაშა ფრე, პრიმერა არ წაუგია!

- კასორლას გოლამდე რა მოხდა?
- კასორლასა და ხოაკინის ნაირი ფეხბურთელები, ყოველთვის სახიფათონი არიან.სანტიმ შეუდარებლად გაგზავნი ბურთი საჯარიმო დარტყმიდან.ვფიქრობ, ასეთი დარტყმის შემდეგ ნებისმიეირ მეკარე უძლურია.ჩემი აზრით, გაშვებული გოლში არავის დადანაშაულება არ შეიძლება.ჩვენი მიზანი "ვილიარეალის" დამარცხებაა.

- ესპანეთში უკვე საუბრობენ, რომ "ბარსელონას" შეუძლია 8 ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა და ჩემპიონატის მოგება...
- ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ "ბარსელონაზე," რამეთუ ყველაფერი ჩვენს ხელთაა.გავაგრძელებთ მოგებებს და ასე მივუახლოვდებით ტიტულს.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პოზიციაზე არ თამაშობდით, თქვენი გამოსვლა ნამდვილად დამაკმაყოფილებელია...
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული ვიყავი.როდესაც გავიგე, ჩემი სასტარტოში გამოსვლის შესახებ, ძალია გამიხარდა.მარჯვენა ფრთაზე თამაში უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

- გუნდს აქტიურად ეხმარებოდით შეტევაში, მაგრამ ცოტა არ იყოს, დაცვაში მოიკოჭლებდით?
- დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოვედი მოედანზე და რასაკვირველია, ადაპტაცია მჭირდება."მალაგას" წინააღმდეგ ადვილი არარის თავის დაცვა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვიასპარეზე.

- რას ეტყოდით ქომაგებს, რომლებიც 2 ქულის დაკარგვით ანერვიულდნენ...
- სერიოზული არაფერი მომხდარა.გამომდინარე იქედან, რომ გათამაშების ცხრილს სწორედ ჩვენ ვლიდერობთ, სანერვიულო არაფერია.

- ლორან ბლანმა დასძინა, რომ ევრო 2012-ზე თქვენი ხილვა სურს.როგორ ფიქრობთ, მოხდებით 23 კაციან განაცხადში?
- საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ვესაუბრები და ვუთხარი ჩემი აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით.რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოსვლა ჩემი სურვილიცაა, თუმცა კონტინენტის პირველობამდე, "რეალთან" ერთად უნდა მოვიგო ტიტულები. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)