რონალდო : "მოურინიო არსად მიდის"

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო არსად მიდის და ფანებს ნერვიულობის საფუძველი არ აქვთ...


"ჟოზემ უკვე დიდი ხანია აამუშავა მანქანა, რომელიც მწვერვალებს დაიპყრობს და ნებისმიერი გუნდის დამარცხებას შეძლებს, ამ კოლექტივს მადრიდის "რეალი" ჰქვია, რომელიც მხოლოდ ტიტულების მოგებაზეა კონცენტრირებული. თითოეული მოთამაშე გუნდისთვის მაქსიმალურად იხარჯება და სარგებლის მოტანას ცდილობს."

"მოურინიო არსად მიდის, ამის თქმა დარწმუნებით შემიძლია, რადგან მას სამეფო კლუბში კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, წინ უდიდესი წარმატებები გველის, მწვრთნელი სწორედ ამაზეა ორიენტირებული არა წასვლაზე. მინდა დავამშვიდო ინჩასები და განვაცხადო, რომ ჟოზეს კრინტიც არ დაუძრავს წასვლასთან დაკავშირებით, იგი მხოლოდ აქ დარჩენასა და ბენეფისზე ფიქრობს."

"გუნდში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევს, რომელიც საბოლოო გამარჯვების საწინდარი გახდება, ამ ყველაფერში კი ლომის წვლილი სწორედ მთავარ მწვრთნელს აქვს დადებული."

"ჟოზესთან ერთად მუშაობა დიდი გამოცდილებაა, არცერთი მწვრთნელი არ ითხოვს იმდენს, რამდენსაც მოურინიო. იგი ძალიან მკაცრია და უყვარს, როდესაც შეგირდები მას უსიტყვოდ უგებენ, თუ გსურს მოუს გულის მოგება, მაშინ ბოლომდე უნდა დაიხარჯო, იგი ყოველთვის დაგიფასებს მონდომებულობას." dle 10.1

  • Hala
  • 15 მარტი 2012
  • 2483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)